ახალ სეზონში პრინტები კვლავ ბრუნდება.
დიზაინერებმა და მოდელიორებმა დააბრუნეს ეთნო და გეომეტრიული ფიგურები, ცხოველებისა და მულტფილმის გმირების გამოსახულებები, აბსტრაქციები და კარიკატურები.
ცხოველებიდან დიზაინერებს ყველაზე მეტად გველისა და ლეოპარდის პრინტი უყვართ. ძალიან მდიდრულად გამოიყურება ლეოპარდისპრინტიანი ლაბადები, ქურქები და მოსაცმელები.
ბეწვის ინდუსტრიაში თანამედროვე ტექნოლოგიები მაღალ დონეზეა განვითარებული და შესაძლებლობა გვაქვს, მივიღოთ ლამაზი ხელოვნური ბეწვი ლეოპარდის პრინტით.
ასევე, უამრავი დიზაინერი ირჩევს გველის პრინტს, რომელიც ლეოპარდთან ერთად ლიდერ პოზიციებზეა ანიმალისტურ პრინტებში.
უამრავი გოგონა ოცნებობს გველის ტყავისგან შეკერილ ტანსაცმელზე, მაგრამ ოცნების ნაცვლად, უმჯობესი არ არის გამოიყენოთ ქსოვილები, რომლებზეც გველის ტყავია იმიტირებული? არ არის აუცილებელი, ეს იყოს კაბა ან ლაბადა - აქსესუარებიც ძალიან ეფექტურად გამოიყურება. არ აქვს მნიშვნელობა, ნატურალურია ტყავი თუ არა. მთავარია, გველის პრინტი კარგად იყოს შეხამებული ლუქში.
ანიმალისტური პრინტები საკმაოდ საშიშია. თუნდაც ძალიან მოგწონდეთ Givenchy-ს კოლექციაში შეხამებული პრინტები, ნუ იჩქარებთ და ნუ შეურევთ გველისა და ლეოპარდის პრინტებს.
ასევე, ნუ შემოიხვევთ მთლიანად პითონის ტყავს - საკმარისია, მხოლოდ ერთი ელემენტი ლეოპარდის ან გველის პრინტით, რათა ლამაზმანი ”მტაცებლის” იმიჯი შექმნათ. შეხედეთ, რა მოგვიმზადეს დიზაინერებმა 2016/17 წლების ახალ კოლექციებში და მიიღეთ შთაგონება.