დიზაინერები ყოველწლიურად გვთავაზობენ ახალ-ახალ ტენდენციებს და vivus.ge-ს ბლოგი დღეს გიამბობთ იმის შესახებ, თუ რომელი ტენდენციები დააკანონეს მათ 2017 წლის ზამთრისთვის.
სანამ სტატიის წაკითხვასა და გარდერობის განახლებაზე უფულობის გამო უარს იტყოდეთ, შეგახსენებთ, vivusge-ში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ 50-დან 650 ლარამდე onlain sesxi სწრაფად და მარტივად.
Vivus-ში პირველი sesxi უპროცენტოა,განმეორებითი სესხები კი ყველაზე დაბალ პროცენტში გაიცემა.
რაც შეეხება 2017 წლის მოდურ ტენდენციებს, დიზაინერები ფერთა ფართო გამით, ორიგინალური მოდელებითა და სამოსის შერჩევისას თამამი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობით გვანებივრებენ.
მოდური იქნება „გლამურული“ ფუფუნებისა და ფუნქციურ-კომფორტული ტანსაცმლის სინთეზი.
უპირატესობა მიენიჭება მთლიან სამოსსა და ბუნებრიობას.
მოდიდან გადადის ზედმეტი სიმკაცრე და აქტუალური ხდება ქალურობა.
ტენდენციების თანახმად, აქტუალობას არ კარგავს „მილიტარი“ სტილი, თუმცა ქალურობა ამ ხაზშიც აუცილებელი იქნება.
მეტი კონკრეტიკისა და არსებული სურათის უფრო ნათლად დანახვის მიზნით, პირველ რიგში, დეტალურად გადავხედოთ 2017 წლის ძირითად ტენდენციებს, რომელთა მიხედვითაც მოდური იქნება:
ვიქტორიანული ეპოქა - ქალური მაქმანები, ბაფთები, მკვეთრი საყელოები, ბეწვი და ა.შ.
რეტრო სტილი - ვინტაჟური 20-იანები, თავისუფალი 70-იანები და ასევე 90-იანები.
ნაქარგი - უპირატესობა მიენიჭება მცენარეების თემატიკას, რომელიც ფარავს მთელ სამოსს.
ენერგიული „Patchwork“ - რთული, ფერადი და ორიგინალური პრინტები და ნახატები, რომლებიც გახსენებთ ჭადრაკის დაფას.
ფოტოპრინტები, ელექტრონული მბზინავი ძაფები, ნეილონის გეომეტრიული ფიგურების ჩადგმები, მბრწყინავი წარწერები და კალეიდოსკოპური ხასიათის ნაქარგები.
ბუნდოვანი ფერადი ორნამენტები, რომლებიც აკვარელის მსუბუქ ნახატს გაგონებთ.
რაც შეეხება კონკრეტულად ზამთრის პერიოდს, ამ სამი თვის განმავლობაში, აქტუალური იქნება:
მრავალიარუსიანი სამოსი, რომელშიც გაერთიანებულია კაბაც და შარვალიც;
სამოსი დახეული, არათანაბარი დაბოლოებებით;
დიდი, თვალში მოსახვედრი ნახატით დამშვენებული კაბები და ზედატანები;
ასიმეტრიული ზედატანები;
ნავის ფორმის ყელის მქონე მაისურები და ჯემპრები;
ისტორიული კოსტიუმებიდან აღებული დეტალები;
განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა რეტროს სტილის კაბებს, ისეთებს, როგორებიცაა:
ტანზე მომდგარი კაბა ბეწვის დაბოლოებებით;
30-იანების ჰოლივუდის ვარსკვლავებისთვის დამახასიათებელი კაბები.
50-იანების ფართო ქვედაბოლოები, დემოკრატიული პოპ-არტ სტილის კაბები და ასევე, 80-იანების დისკოს სტილის სამოსი.
რაც შეეხება 2017 წლის ზამთარში აქტუალურ ქურთუკებს, აქ მთავარი უპირატესობა ენიჭება კომფორტულობას.
მოდური იქნება ნებისმიერი სიგრძის თბილი ქურთუკები სხვადასხვა პრინტით.
აქტუალურია ბეწვის ქურქები, მოსასხამები და ჟილეტებიც.
Vivus.ge ზამთრის სასიამოვნოდ გატარებას გისურვებთ და აქვე გეტყვით, ყოველ ტენდენციასა და მოდის კანონზე უფრო მნიშვნელოვანია ინდივიდუალიზმი, რაც ყოველ „ლუქში“ საკუთარი ხასიათისა და გემოვნების ჩადებას გულისხმობს. ამიტომ არ დაგავიწყდეთ, რომ მოდას ბრმად არ უნდა მიჰყვეთ და გადაწყვეტილებები საკუთარი სხეულისა და გემოვნების გათვალისწინებით უნდა მიიღოთ.
R