იტალია - ბედნიერი და მხიარული ადამიანების ქვეყანაა. შეუძლებელია, ერთხელ არ ესტუმრო და არ შეგიყვარდეს უგონოდ თითოეული პატარა ქუჩა!
იქაურობა ხომ არა მხოლოდ განსაკუთრებული შარმით, არამედ სტილითაც არის აღსავსე. იტალია - ვერსაჩესა და ფენდის სამშობლოა და შესაბამისად, აპრიორი - მოდურია. იტალიელი ქალების სილამაზე ეშხიანია და მუდამ იქცევს ყურადღებას. ამიტომ თითოეულმა ქალმა უნდა გაითვალისწინოს ყველაფერი, რაც იტალიელი ქალების სტილს შეეხება. ჩვენს სტატიაში ამ განსაკუთრებული სტილის 5 საიდუმლოს შეიტყობთ.
1. მკვეთრი ფერები
გარისკავთ, ერთ იმიჯში 5 სხვადასხვა ელფერი შეახამოთ? ჩვენ ხშირად ვირჩევთ პრაქტიკულ, უნივერსალურ მუქ ფერებს. სხვა საქმეა - იტალიელი გოგონები. მათი გარდერობი ცისარტყელას ყველა ფერით არის აღსავსე. წითელს პლუს ცისფერი, აქვე ვარდისფერი და ნარინჯისფერი - რატომაც არა?
2. ზაფხულის ტანსაცმელი ზამთარში
თქვენს ლამაზ ყვავილებიან კაბას ზაფხულამდე მოუწევს ლოდინი. იტალიელები ამას კატეგორიულად არ ეთანხმებიან. მათ შეუძლიათ თამამად შეუხამონ ზაფხულის ტანსაცმელი ზამთრისას.
3. აღმოჩენები მამაკაცის გარდერობიდან
მოდური ხერხი: "არაფერი გაქვს ჩასაცმელი - შეიხედე ბოიფრენდის გარდერობში" მოდაში კოკო შანელმა შემოიღო. ამას მოხერხებულად იყენებენ იტალიელი გოგონები. ხშირად უთავსებენ მამაკაცის ნივთებს თავიანთ იმიჯს. მაგალითად, ჰალსტუხს ან თეთრ პერანგს.
4. აქსესუარებისადმი სიყვარული
იტალიელები აღმერთებენ აქსესუარებს, ვერ წარმოუდგენიათ იმიჯი სხვადასხვა ჩანთის, ბეჭდის, სამაჯურის გარეშე. ასეთი აუტფიტი დასრულებულად გამოიყურება.
5. მოდური ფეხსაცმელი
იტალიელი ქალები უკანასკნელი ტენდენციების კურსში არიან მუდამ. თუ მოდაში თეთრი, სქელი ლანჩი ან ბეწვით მორთული ფეხსაცმელია, აუცილებლად შეიძენენ მას. უნდა აღინიშნოს, რომ კლასიკურ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს მხოლოდ სადღესასწაულო ღონისძიებებზე იცვამენ. ყოველდღიური ცხოვრებისთვის მოსახერხებელ დაბალქუსლიან ფეხსაცმელს ანიჭებენ უპირატესობას.