სტილი

5 მოდური შეცდომა, რომელსაც არასდროს დაუშვებს ელეგანტური ქალი

5 მოდური შეცდომა, რომელსაც არასდროს დაუშვებს ელეგანტური ქალი
ელეგანტური ლამაზმანები მუდამ დახვეწილად გამოიყურებიან. იდეალურად არიან ჩაცმულები და სასიამოვნო არომატი ასდით. თუმცა, ბევრი მოდის მიმდევარი უშვებს შეცდომას...

ტრენდების ბრმა მიმდევრობა


ახალი ტრენდი თითქმის კვირაში ერთხელ ჩნდება, მაგრამ საკუთარი სტილის მქონე ქალბატონები საჭიროდ არ თვლიან, ბრმად მისდიონ მოდას. ახალი ტრენდის გამოჩენისთანავე დაფიქრდით, მოგიხდებათ თუ არა. თუ იგი თქვენთვისაა შექმნილი, ხელიდან ნუ გაუშვებთ. 

შეიმოსო სხვებისთვის


ქალები, რომლებსაც მოდა უყვართ, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის, სიამოვნებისთვის იმოსებიან (მათ გარშემო მყოფი მამაკაცების აზრიც კი არ აინტერესებთ). მოდის მიმდევარი ახალგაზრდები კი
ყურადღების მისაქცევად იცვამენ და არა ბედნიერებისთვის. თუ სამოსი თქვენ გარდა არავის მოსწონს, მაგრამ იგი გაბედნიერებთ, უნდა ჩაიცვათ. 

სამოსი, რომელიც ვერ მოირგეთ


მოდურმა გოგონებმა იციან, რომ ნაყიდი სამოსი ისე არ მოერგებათ, როგორც შეკერილი. მართალია, მკერავის მომსახურება ძვირი ღირს, სამაგიეროდ, ნაყიდი სამოსის გადაკეთება და სხეულზე მორგება აღარ დაგჭირდებათ. 

მოუხერხებელი სამოსი


ძვირად ღირებული და მდიდრული სამოსიც კი, თუ მასში თავს მოუხერხებლად გრძნობთ, არ უნდა ჩაიცვათ.

ცუდად ექცევით სამოსს


თუ საკუთარ თავს პატივისცემით ეპყრობით, სამოსსაც ასე უნდა მოექცეთ. ელეგანტური ქალბატონები აფასებენ საკუთარ გარდერობს. დაუშვებელია სამოსის ძირს დაყრა, ისინი აკურატულად უნდა გადაკიდოთ, ჩამოკიდოთ, რათა ტანსაცმელს არ გაუჩნდეს ნაკეცები, არ გაფუჭდეს. მოექეცით ნივთებს სიყვარულით - ეს ბრძნული გადაწყვეტილებაა.

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 1 /
ქოჩორა
საშინელებაა უგემოვნოდ ჩაცმული ქალი,თან თუ ცუდი ტანი აქვს.
19:24 / 13-12-2016
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93