სტილი

7 მოდური მეთოდი, რომელიც საახალწლო ღამის დედოფლად გაქცევთ

7 მოდური მეთოდი, რომელიც საახალწლო ღამის დედოფლად გაქცევთ
ყველა ქალის მთავარი საფიქრალია: რა ჩაიცვას ახალი წლის ღამეს. პირველი, რაც ქალს სურს - იბრწყინოს და მეორე- მთელი ბიუჯეტი სამოსსზე არ დახარჯოს.

1.  "გაახლეთ" თქვენი პატარა შავი კაბა ეფექტური აქსესუარებით



პატარა შავი კაბა ბრწყინვალე აქსესუარებით - სეზონის მოდური ტენდენციაა. შავი კაბა ყველა ქალს აქვს გარდერობში, შავი ფეხსაცმელიც. შეუხამეთ მათ ვერცხლისფერი და ოქროსფერი სამკაულები, მეტალით გაფორმებული ქლაჩი.  

2. ლეოპარდის პრინტი


პატარა შავ კაბას ლეოპარდის პრინტიანი ჩანთა, ან ფეხსაცმელი მოუხდება. თუმცა, გახსოვდეთ, ერთ ჩაცმულობაში ორი ლეოპარდის პრინტიანი დეტალი არ უნდა გამოიყენოთ -
 ეს უკვე უგემოვნებაა. 

3. სამკაული


მასიული სამკაული - მოდური განაცხადია. თუ გადაწყვიტეთ, აქცენტი სამკაულებზე გადაიტანოთ, სამოსი სადა უნდა გეცვათ. ამ შემთხვევაშიც შავი კაბა გამოგადგებათ.  

4. მოირგეთ 20-იანების სტილი


20-იანი წლები მოდა, მუდამ პოპულარულია. წარმოიდგინეთ, ვითომ დიდ გეტსბისთან მიდიხართ წვეულებაზე. ჩაიცვით ბრჭყვიალა ტოპი, ან დაბალწელიანი მბზინვარე კაბა. 

5. სადღესასწაულო მანიკიური


ბრწყინვალე მანიკიური -  მოდის პიკია. თამამად გამოიყენეთ თვალისმომჭრელი მანიკიური სადღესასწაულო საღამოსთვის.

6. აქტუალური მაკიაჟი: წითელი პომადა და smoky eyes


წითელი პომადა ისევ მოდაშია. რაც შეეხება თვალებს, გაიკეთეთ smoky eyes-ი. ტრადიციული ნაცრისფერი კი ყავისფერით ან ბრინჯაოსფერით შეცვალეთ.  

7. შოპინგი


საახალწლო სამოსის ყიდვა, რა თქმა უნდა საახალწლო ფასდაკლებების დროს ჯობია. როცა საყვარელი ბრენდის კაბა შეგიძლიათ ხელმისაწვდომ ფასად იყიდოთ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი