სტილი

აქსესუარების არჩევის 10 მთავარი წესი, რომელიც ყოველთვის მუშაობს

აქსესუარების არჩევის 10 მთავარი  წესი, რომელიც ყოველთვის მუშაობს
მდიდრული სამოსი შეიძლება არასწორად შერჩეულმა აქსესუარმა დაამახინჯოს. ამიტომ საჭიროა, სწორად ავარჩიოთ ისინი...
1. სამ-ოთხ მასიურ სამკაულზე მეტი არ გაიკეთოთ


ნუ გადააჭარბებთ. ამასთანავე, სამკაული უნდა ეხამებოდეს ერთმანეთს ფერით, სტილითა და მასალით. 

2. ეთნოსამკაული ნეიტრალური ფერის სამოსზე გაიკეთეთ


ფერადი მძივების გაკეთება თუ გადაწყვიტეთ, ჭყეტელა ფერის სამოსს ნუ ჩაიცვამთ. 

3. გაიკეთეთ სამკაულის მთლიანი კომპლექტი თუ ის მცირე ზომისაა


საყურე, სამაჯური, ბეჭედი და კოლიე ერთად უგემოვნებაა იმ შემთხვევაში თუ ის მასიურია. 

4. ფეხსაცმელი და ჩანთა არ უნდა იყოს ერთი
ფერის

თუ მკვეთრი ფერის ფეხსაცმელი გაცვიათ, მშვიდი ფერის ჩანთა შეურჩიეთ. 

5. მიანიჭეთ პრიორიტეტი- ან მკვეთრი სამოსი, ან მასიური სამკაული

თვალშისაცემი უნდა იყოს ან სამოსი ან სამკაული. თუ ფუშფუშა საყელოიანი ბლუზა გაცვიათ, მასიურ საყურეებს ნუ გაიკეთებთ, უგემოვნოდ გამოიყურება. 

6. დაივიწყეთ საათი, თუ საღამოს კაბა გაცვიათ


საათი იდეალური სამკაულია საქმიანი, ქალაქური და სპორტული ჩაცმულობისთვის, მაგრამ საღამოს კაბასთან ერთად  შეუფერებელია.  

7. მსხვილი ბეჭედი ყველას არ უხდება


მოკლე თითებს მსხვილი ბეჭედი არ მოუხდება. წვრილი კი ვიზუალურად დააგრძელებს ფალანგებს.  

8. ხელთათმანი სხვა აქსესუარს შეუხამეთ


ხელთათმანი ფერით უნდა ეხამებოდეს ფეხსაცმელს, ქამარს, პომადას. 

9. თუ პასტელური ფერის სამოსი გაქცვიათ შავ ფეხსაცმელს ნუ ჩაიცვამთ


მას ღია ფერის ფეხსაცმელი მოუხდება.  

10. საყელოს შარფით ნუ დამალავთ


გაიკეთეთ მსუბუქი შარფი ყელზე, ჩამალეთ სამოსში.  
ბეჭდვა
e87a93