გსურთ, ჩვეულებრივ სამოსში ისე გამოიყურებოდეთ, თითქოს პოდიუმიდან ჩამოხვედით? აი, მარტივი და შესანიშნავი ეშმაკობები, რომლებსაც ცნობილი სტილისტები გვასწავლიან.
როგორ ვაქციოთ მოდურად მოკლესახელოებიანი პიჯაკი?
ეს სვიტერებსაც ეხება. არ არის საჭირო სახელოების აკეცვა. წამოიცვით ბიცეპსზე რეზინი, ასწიეთ სახელო და ზედმეტი გადმოუშვით რეზინის ზემოდან.
პერანგის მოკლე სახელოები
არა, მანჟეტის შეხსნა და აკეცვა საჭირო არ არის. ზუსტად ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, აკეცეთ სახელო მხრებისკენ, მას კი რეზინის ნაცვლად მანჟეტი დააფიქსირებს.
წელის გამოკვეთა მსუბუქი დაუდევრობით
პერანგის ერთი ნახევარი ამოსწიეთ, მეორე კი ჩაიტანეთ შარვალში. შარვლის ღილი დაფარული უნდა იყოს.
ან მეორე ვარიანტი
წინ ჩაიტანეთ, უკან ამოსწიეთ.
როგორ ავკეცოთ ჯინსები სწორად
ეს ხრიკი საშუალებას მოგცემთ, ”ბოიფრენდის ჯინსები” და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ერთმანეთს შეუხამოთ.