სამკაული ყველა ქალისთვის აუცილებელი აქსესუარია - ამას თავისი საკრალური აზრი აქვს. ქალი საკუთარ ოჯახს ჩუქნის ენერგიას, სიყვარულს, გულუხვად უზიარებს ყოველივე ამას გარშემო მყოფებს... საკუთარი თავისთვის კი რას იტოვებს?
სწორედ ლამაზი სამკაულები ეხმარება მას, შეინარჩუნოს ქალური ენერგია და მომხიბვლელობა, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუკი ქალს უწევს მამაკაცური ფუნქციის შესრულება: ამას გვასწავლიან ვედები.
ოქროს სამკაული - მართლაც ამაღელვებელი თემაა! ყვითელი ოქრო ყველას არ უყვარს, მაგრამ თუ სწორად შეარჩევთ სამკაულს, ეს ფერიც აუცილებლად მოგეწონებათ და მდიდრულ იერს მიიღებთ.
გთავაზობთ ყველაზე დახვეწილ და თვალისმომჭრელ ნაკეთობებს, რომლებიც 2017 წელს აქტუალური იქნება, განწყობასაც აგიმაღლებთ და თქვენს ქალურობასაც ხაზს გაუსვამს.
ოქროს სამკაულების დახვეწილი ნიმუშები
1. კოსმოსის მაგია... წარმოიდგინეთ, რა ლამაზი იქნება შავ სამოსთან ერთად!
2. არაბანალური და ნაზი სამაჯურები.
3. აღფრთოვანებას იმსახურებს ეს ბეჭდები, განსაკუთრებით - საჩვენებელი თითის!
4. ყოველთვის ორგანულად გამოიყურება ხელზე ბუნების მოტივები.
5. ნაზი და მოდური საყურე.
6. მოგწონთ გახსნილი ბეჭდები? ძალიან ლამაზია და თითებს უფრო ათხელებს.
7. რა სინაზეა!
8. ამ ბეჭდის ყოველდღიურად ტარება სითამამეს მოითხოვს, მაგრამ გამოსასვლელ დღეებში - იდეალურია. მთავარი პირობაა - დატკბეთ და არ შეასრულოთ არანაირი აქტივობა თითებით...
9. ერთ ხელზე რამდენიმე ბეჭედი დასაშვებია, თუ ისინი მასიური არ არის.
10. სამკაულებისადმი ძლიერი ლტოლვა ქალის გადაღლილობაზე მეტყველებს. ეს ნიშნავს, რომ მას ესაჭიროება ენერგიის შევსება, თანაც სასწრაფოდ. კარგი გამოსავალია - თუნდაც წელიწადში ერთხელ გაანებივროთ საკუთარი თავი საიუველირო ნაკეთობებით. შეგმატებთ ძალას და შთაგაგონებთ!
11. ძალიან ელეგანტურია ბეჭედში ჩასმული პატარ-პატარა თვლები...
12. ეს გულსაკიდი ნებისმიერ სამოსს მოუხდება!
13. ტალღოვანი ბეჭდები თითებს ბევრად ჩამოქნილსა და ლამაზს ხდის.
14. ჩვეულებრივი მთვარის ქვაა! არადა, რა მდიდრულად და იდუმალად გამოიყურება...
15. ფოთოლი - შეუდარებელი საყურე!
16. წერო ბეჭედზე! ძალიან ლამაზია და ორიგინალური.
17. შეუძლებელია არ გაგეღიმოთ და კარგ ხასიათზე არ დადგეთ, როცა ამ ბეჭედს დახედავთ!
18. მდიდრულია!
19. რაც უფრო დიდხანს ვუყურებთ სამკაულებს, მით მეტად გვითბება გული... იგრძენით?
20. ვიოლინოს გასაღები! ორიგინალური იდეაა!