აშშ-ის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესის პირველ სხდომაზე გამოჩნდა. კაპიტოლიუმის შენობაში მას კომპანიონობას მეუღლე მელანია და ქალიშვილი ივანკა უწევდნენ.
ვიდრე პოლიტიკური ექსპერტები საქმეს განიხილავდნენ, მედია პირველ ლედისა და ქალიშვილზე საუბრობდა. კონგრესმენების წინაშე მელანია Michael Kors-ის შავი პიჯაკითა და ქვედაბოლოთი გამოჩნდა. პიჯაკის ფასი - 5 000 $, ქვედაბოლოს კი - 4 600 $ -ია.
ივანკას როლან მურის კაბა ეცვა. მურის კაბის ტარებით, ივანკა ბრიტანული ბრენდის თაყვანისმცემლების რიგს შეუერთდა. მათ შორის არიან სკარლეტ იოჰანსონი, კირა ნაითლი და ვიქტორია ბექჰემი. კაბის დასახელებაა Rawlings-ი და 2 995 დოლარადაა შეფასებული.
ექსპერტების აზრით, ივანკამ მელანია დაჩრდილა. ერთადერთი, რამაც პრესის დაცინვა გამოიწვია, ისაა, რომ პრეზიდენტის ქალიშვილმა ევროპული მარკის კაბა შეარჩია. ცნობილია, რომ დონალდ ტრამპი ამერიკული წარმოების საქონელს უჭერს მხარს. იხილეთ ფოტოები
ანა ვერძაძე