გაზაფხული დადგა, გარდერობის განახლების გრანდიოზული სეზონი.
გაეცანით 2007 წლის საგაზაფხულო მოდის ტენდენციებს.
ქურთუკი გარდერობის აქტუალური ნივთია. კარდიგანებისა და ჟაკეტების გვერდით, ცივი დღეების აუცილებელი სამოსია.
ამ სეზონზე მოდაშია ასიმეტრიული თარგი, რთული მეტალიზირება და დაპრინტული დეკორი.
ქურთუკის ფაქტურა შეიძლება იყოს: დენიმი, ტრიკოტაჟი, ნეოპრენი, ტვიდი და პოლიამიდი.
აგრეთვე გამოგადგებათ სწორი ლაბადა და საწვიმარი.
ეკლექტიკის მიმდევრებს შეგიძლიათ დენიმი მკაცრ საოფისე სამოსზე მოიცვათ.
ტყავის კაზუხა - კვლავაც აქტუალურია. შეარჩიეთ მკვეთრი ფერები.
ბომბერი - ამერიკელი ავიამფრინავებისთვის შექმნილი ტყავის ქურთუკები ყოველდღიურ და კომფორტულ სამოსად იქცა. ის თითქმის ყველა ქალის გარდერობშია.
დალიანდაგებული ქურთუკი - მას თბილ დღეებშიც ჩაიცვამთ.
მკვეთრი ფერების ტყავის ქურთუკები შარმს შეგმატებთ და განწყობას გაგიუმჯობესებთ.
მოკლე ელეგანტურობა - დამოკლებულ კურთუკებს შეგვიძლია კლასიკური ვუწოდოთ. გამოადგებათ მათ, ვისაც სხეულის გამოკვეთა სურთ.
ოვერსაიზი - გამხდარ გოგონებს კიდევ უფრო თხელებს გამოაჩენს რამდენიმე სანტიმეტრით თავისუფალი ქურთუკი.
მოდური ბზინვარება - ქეჟუალისა და სპორტული სტილის ქურთუკები გლამურულად გამოიყურება.
ნატის კლასიკა - მისი პოპულარობა მუდმივია. ყველაზე მეტად ყავისფერი გამმა უხდება. იდეალურად გამოიყურება სხვადასხვა სტილის სამოსთან.
ბეწვი - ცივ დღეებში იდეალური სამოსია. სიგრძეში შეზღუდული არ ხართ.
ფერები - განწყობის გასაუმჯობესებლად შეარჩიეთ: წითელი, ყვითელი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი, ლიმონისა და სტაფილოსფერი ქურთუკები.
თუმცა, შავი და თეთრი ფერის მუდამ აქტუალურია.