სამოსმა შეიძლება ჯადოსნური გარდასახვა მოახდინოს და ყოველნაირი პროცედურის გარეშე გაგაახალგაზრდავოთ.
1. უარი შავს
მუქი ფერის სამოსი ადამიანს აბერებს. სამსახურში ღია ყავისფერ და ნაცრისფერ კოსტიუმებს მიანიჭეთ უპირატესობა.
2. დაუმატეთ სიმკვეთრე
მსუბუქი, ღია ფერის სამოსი რამდენიმე წლით გაგაახალგაზრდავებთ. დაუმატეთ სამოსს მკვეთრი ფერის აქსესუარი.
3. პრინტი და ორნამენტი
გეომეტრიული ფიგურების ერთფერიანი პრინტები ასაკს შეგმატებთ, მკვეთრი ორნამენტები კი გაგაახალგაზრდავებთ.
4. თავისუფალი სამოსი
წონის მიუხედავად, თავისუფალი სამოსი მეტ ჰაეროვნებას შეგძენთ.
5. დეკოლტე
თუ ყელის და დეკოლტეს ზონის კანი კარგად გამოიყურება, დეკოლტეზე უარს ნუ იტყვით.
6. სილაღე
ასაკის გამო უარს ნუ იტყვით შორტის, მინი-ქვედაკაბისა და მოხსნილმკლავიანი სამოსის ჩაცმაზე. დაიმოკლეთ შარვალიც, ჯინსიც.
7. მკაცრ სტილს დაემშვიდობეთ
პიჯაკი და შარვალი ან ქვედაკაბა კიდევ უფრო დაგასეიოზულებთ. ოვერსაიზის მოდელის პიჯაკი ჩაიცვით - სწორი ხაზებით და დეტალების გარეშე.
8. აქსესუარები
არაა აუცილებელი, ძვირფასეულობა გეკეთოთ. მთავარია მინიმალიზმი და უბრალოება.
9. ფეხსაცმლის ექსპერიმენტი
მუდამ ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება დამღლელია. სპორტული ფეხსაცმელი 10 წლით გაგაახალგაზრდავებთ.
10. დაივიწყეთ ტრენდები
მოდის მკაცრი მიმდევრები ხელოვნურად გამოიყურებიან. ჩაიცვით მოდურად, მაგრამ თავდაჭერილად. შვილებისა და შვილიშვილების სამოსით ყურადღების მიქცევას ნუ შეეცდებით.