ზაფხული ახლოვდება და დროა, საზღვაო გარდერობის განახლება დაიწყოთ.
წელს სანაპიროზე ფერების ნამდვილი დღესასწაული გელით - პარეო ნათელ ფერებში, ტუნიკი, შლაპები თვალისმომჭრელი ბაფთებით, მასიური სათვალეები და სანდლები პლაჟისთვის პოზიტიურ განწყობას შეგიქმნით.
1. მთლიანი საცურაო კოსტიუმი
2017 წლის საზღვაო მოდა მთავარ ჰიტად მთლიან საცურაო კოსტიუმებს ასახელებს - ნათელი, ერთ ფერში გადაწყვეტილი, ეგზოტიკური ნახატებითა და ღია მხრებით.
2. პარეო ტროპიკული სურათებით
წელს მოწინავე ადგილზე პარეო ტროპიკულ მოტივებზე გახლავთ. თანაც, პარეო მოხერხებულად ფარავს სხეულის ყველა ნაკლს და ქალს მეტ თავდაჯერებულობას მატებს.
3. ჩალის შლაპა
საზღვაო მოდის ტენდენცია თავსაბურავების გარეშე, რა თქმა უნდა, არ ჩაივლის. ამიტომ აუცილებლად დაგჭირდებათ ჩალის შლაპა, ლამაზი ლენტით. განაგრძეთ კითხვა