იდეალური გარეგნობა წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავებისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მასში შედის სრულიად მოულოდნელი მეთოდებიც...
ემა უოტსონი
არის კაბები, რომლებთანაც ყველაზე თხელ ბრასაც კი ვერ ჩაიცვამთ. ასეთ შემთხვევაში, ვარსკვლავები პატარა ხრიკს იყენებენ. ისინი სილიკონის „სტიკერებს“ იკრავენ.
კიმ კარდაშიანი
კიმ კარდაშიანი ხშირად იცვამს ღრმა დეკოლტეს. ახლახან კი თავისი პატარა საიდუმლო გაამხილა, რომლის საშუალებითაც მისი მკერდი იდეალურად დგას ბიუსტჰალტერის გარეშე. საქმე იმაშია, რომ კიმი ამას წებოვანი ქაღალდის საშუალებით აკეთებს.
ჯესიკა ბილი
წითელ ხალიჩაზე დგომა და ათასობით ფოტოობიექტივის წინ პოზირება არ არის მარტივი. სავსებით შესაძლებელია, რომ ოფლმა ხასიათი და ძვირადღირებული კაბა გააფუჭოს. ჯესიკა ბილმა თავისი მეთოდი გაამხილა. ის იღლიებში ერთჯერად ხელსახოცებს იფენს და მხოლოდ წითელ ხალიჩაზე გასვლის წინ იშორებს მათ.
ჯენიფერ გარნერი
„გასახდომ საცვლებს“ არა მხოლოდ ჯენიფერი, არამედ ვარსკვლავების 90% იცვამს. უბრალოდ, გარნერი შემთხვევით დააფიქსირეს, როდესაც მან ჩანთას კაბის ბოლო გამოსდო. გაგრძელება