უკვე ახლა შეგიძლიათ დაზუსტებით გაიგოთ, რა იქნება მოდაში მომდევნო სეზონზე, რადგან ძირითადი ჩვენებები მომდევნო სეზონამდე 6 თვით ადრე იმართება. არ არის საჭირო, ყველაფერს ადევნოთ თვალი, საკმარისია, მოდის ფუძემდებლების ჩვენებები იხილოთ: Chanel, Louis Vuitton, Céline, Dolce & Gabanna, Prada, Christian Dior.
სწორედ მოდის კორიფეების ჩვენებების გათვალისწინებით გთავაზობთ დეტალებს, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება კოლექციის დათვალიერებისას.
მაგალითისთვის ავიღეთ 2017/18 წლების ჩვენებების ფოტოები.
ქსოვილები
მიაქციეთ ყურადღება ტექსტურას: გლუვი ან ბუკლირებული, ერთი ტონის თუ პრინტიანი, ჯინსი, ტყავი, მაქმანი. ამ სეზონზე დიზაინერები მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობენ: კლასიკური ბუკლე, ნახევრად გამჭვირვალე ქსოვილები, ტყავი, უჯრედები.
ფერები
ამ სეზონზე ვარდისფერის ყველა ელფერი აქტუალურია - პუდრისფერიდან ფუქსიამდე. ყველაზე პოპულარული შეხამება კი - ჟოლოსფერი+წითელი.
პრინტები
ყვავილები, წინწკლები, ხაზები, ანიმალისტური პრინტები? როგორ ეხამება ეს ყველაფერი? ამ სეზონზე ყველაზე თამამი ფერებია მოდაში - ფლორისტული ნახატი და ლეოპარდის პრინტი განსაკუთრებით აქტუალურია.
სილუეტები
წელში გამოყვანილი, ტრაპეცია ან ოვერსაიზი. ამ სეზონზე დიზაინერები მრავალფეროვან სილუეტებს გვთავაზობენ - დიორის კლასიკური new look-იდან აქცენტირებულად გადიდებულ მხრებამდე.
წელის მოყვანილობა
ქალური, გამოკვეთილი წელი - ძალიან ლამაზი და აქტუალურია. იქნება ეს კომპლექტი სპორტულ სტილში, კაბები, ჯინსები თუ ქვედაბოლოები - ქამარი ამ სეზონზე აუცილებელია.
მხრების მოყვანილობა
ამ სეზონზე მთავარი ტენდენცია გახლავთ ჰიპერტროფიულად განიერი მხრები.
ნაწარმის სიგრძე
ამ მხრივ აქტუალურია ყველაფერი, რასაც მოისურვებთ: რადიკალური მინი, ელეგანტური მიდი თუ ქალური მაქსი.
დეკორის ელემენტები
ამ სეზონის ფავორიტი არის ნაქარგი და დეკორი ბუმბულებით.
ყურადღება მიაქციეთ გარდერობის გარკვეულ ნაწილს, მაგალითად, შარვალს
პოდიუმებზე შარვლების მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი: ფართო, დამოკლებული, ჯინსები აპლიკაციით. და კიდევ, პიჟამის სტილი ჯერ კიდევ აქტუალურია.
ფეხსაცმელი
მეტალიკის ფერის ფეხსაცმელი (ოქროსფერი ან ვერცხლისფერი) - ამ სეზონის ერთ-ერთი მთავარი ტრენდია. და კიდევ, თუ აქამდე წინდებზე მორგებული ღია ფეხსაცმელი მოვეტონად ითვლებოდა, წელს ეს ძალიან აქტუალურია.
აქსესუარები
ამ შემთხვევაში ფოკუსირება ჩანთებზე უნდა მოახდინოთ. ამ სეზონზე აქტუალურია როგორც კლასიკური, ასევე უჩვეულო ფორმის ჩანთები.
როგორ ეხამება ეს ყველაფერი ერთმანეთს?
ყველაზე მთავარი - დაინახოთ სტილიზაცია! ანუ მიაქციოთ ყურადღება, თუ როგორ ეხამება ჩამოთვლილი კრიტერიუმები ერთმანეთს.
მაგალითად, აქტუალური ვარდისფერი უხდება მელნისფერსა და წითელს. ცისფერი - ნარინჯისფერს. კლასიკური პერანგის ზემოთ კროპ-ტოპის მორგება და ამ იმიჯის ულტრამინითა და ბუმბულებიანი ღია ფეხსაცმლით დასრულება კი ძალიან მომგებიანი შეხამებაა.