Playboy-ს ლამაზმანების ევოლუცია (ფოტო) - Marao

Playboy-ს ლამაზმანების ევოლუცია (ფოტო)

2020-04-30 11:48:51+04:00

”ფლეიბოის” სტატიებს იშვიათად კითხულობენ, მაგრამ მასში დაბეჭდილ ფოტოებს ყველა ათვალიერებს. გადახედეთ ჟურნალის ყდებს, პირველი გამოცემიდან დღემდე.

1953 წლის დეკემბერი: მერილინ მონრო

მერილინს ”ფლეიბოისთვის” სურათები არასდროს გადაუღია. ჟურნალის გამომცემელმა ჰიუ ჰეფნერმა კალენდრისთვის გადაღებული ფოტო გამოიყენა.

1962 წლის ივნისი: ბიკინი

პლაჟზე გასარუჯად მყოფი გოგონას თამამი კადრი.

1964 წლის მარტი: ამ ნომერში ყოფილი საბჭოთა კავშირის ბალერინების ფოტოები იყო დაბეჭდილი, მაგრამ ეს-ეს-ერში ამის შესახებ არც იცოდნენ.

1969 წლის აპრილი: ლორნა ჰოპერი

1971 წლის ოქტომბერი: დარინ შტეინი

პირველი შავკანიანი მოდელი, რომლის ფოტოც ჟურნალის ყდაზე დაიბეჭდა.

1972 წლის მაისი: ბარბი ბენტონი

ჰიუ ჰეფნერის მეგობარი ჟურნალის ყდაზე რამდენჯერმე გამოჩნდა.

1973 წლის აგვისტო: სინტია ვუდი

1977 წლის ოქტომბერი: ბარბრა სტრეიზანდი

”ოსკარით” დაჯილდოების შემდეგ ”ფლეიბოის” ყდაზეც მოხვდა.

1980 წლის ნოემბერი: ამერიკის მმართველი ქალები

ამერიკის სახელმწიფო სტრუქტურაში მომუშავე ქალების პიკანტური ფოტოები.

1983 წლის თებერვალი: კიმ ბესინგერი

ბონდის გოგონას როლის შემდეგ კიმის ფოტო ჟურნალის ყდაზე დაიბეჭდა.

1984 წლის სექტემბერი: მადონა

1978 წელს გადაღებული ფოტო.

1989 წლის ოქტომბერი: პამელა ანდერსონი

”მალიბუს” ვარსკვლავმა ამ ფოტოსესიის შემდეგ მოდელის კარიერა დაიწყო.

1990 წლის ივლისი: შერონ სთოუნი

ფოტოსესიის დროს მსახიობმა იდეალური სხეული გამოაჩინა.

1994 წლის აგვისტო: კეროლ შაია

პოლიციელი ქალი, რომლის ფოტოების დაბეჭდვის შემდეგ სამსახურიდან დაითხოვეს.

1995 წლის იანვარი: დრიუ ბერიმორი

19 წლის მსახიობის ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ ნათლიამ, სტივენ სპილბერგმა საბანი გაუგზავნა წარწერით: ”გადაიფარე”.

1999 წლის დეკემბერი: ნაომი კემპბელი

2007 წლის დეკემბერი: კიმ კარდაშიანი

2009 წლის ნოემბერი: მარჯ სიმპსონი

წყარო: cosmopolitan