სტილი

ქალების გადაუჭრელი პრობლემა - რატომ არ ვიცით არასოდეს, რა ჩავიცვათ?

 ქალების გადაუჭრელი პრობლემა - რატომ არ ვიცით არასოდეს, რა ჩავიცვათ?
ალბათ, ნებისმიერი ქალი აღმოჩენილა იმ მდგომარეობაში, როცა წასასვლელი ხარ და ვერ გადაგიწყვეტია, რა ჩაიცვა. ზედა შეარჩიე, მაგრამ არ იცი, ქვემოთ რა შეუხამო. ან მშვენივრად გამოეწყვე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფეხსაცმელი და ჩანთა არ უხდება ამ კომბინაციას. ასეთ მომენტებში ძალიან გინდება, მთელი შენი გარდერობი იატაკზე დაყარო და დაწვა.

რატომ ხდება ასე? რატომ არასოდეს ვიცით, რა ჩავიცვათ?

მიზეზი 1. თქვენ ყოველთვის ერთსა და იმავეს ყიდულობთ

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფიქრობთ, რომ მარტო ჯინსი გიხდებათ, არ უნდა აავსოთ კარადა
მხოლოდ ჯინსის შარვლებით. ტანსაცმლის "დუბლირება" ნორმალურია, მაგრამ არ უნდა გადაამლაშოთ. თუ თვლით, რომ ვიწრო ჯინსი იდეალურად გიხდებათ, ორი წყვილის ყიდვა სავსებით საკმარისია. იმის ნაცვლად, რომ მესამე იყიდოთ, ერთი-ორი სხვა აქტუალური მოდელი გაისინჯეთ ან სხვანაირი ფაქტურის, სტილისა და ფორმის შარვალი შეიძინეთ.

ნუ გამოხვალთ "კომფორტის ზონიდან" უცბად. ნუ შეიტანთ გარდერობში რადიკალურ ცვლილებას მოულოდნელად. თუ სტილის შეცვლას გადაწყვეტთ, შეეცადეთ, ეს ძალიან მკვეთრად არ გააკეთოთ. იმის ნაცვლად, რომ მყვირალა ფერის მოკლე კაბა ან "სტრიპტიზის მოცეკვავის" ფეხსაცმელი შეიძინოთ პლატფორმაზე, იყიდეთ თქვენი საყვარელი ფერის ერთი ლამაზი ქვედაბოლო, რომელშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ.

მიზეზი 2. თქვენ არ ფიქრობთ, რასთან ჩაიცვამთ ნაყიდ სამოსს

ხშირად ძალიან მოგწონს რაღაც და დაუფიქრებლად ყიდულობ, ისე, რომ არ უფიქრდები, რასთან ერთად ატარებ მას. ეს მხოლოდ ფულის ზედმეტ ხარჯვას მოიტანს და შედეგად, გარდერობი უამრავი არასაჭირო "ძონძებით" ივსება. არ დაგავიწყდეს იმაზე ფიქრი, რასთან ერთად ჩაიცვამ ტანსაცმელს, რომლის ყიდვას აპირებ.

მიზეზი 3. თქვენ არ "ავსებთ სიცარიელეს" საბაზისო გარდერობში

საბაზისო გარდერობი ყველას სჭირდება. თითო ხელი თეთრი პერანგი, შავი კაბა ან შავი ქვედაბოლო და კლასიკური შარვალი ყველას უნდა ჰქონდეს. ასეთი საბაზისო სამოსის გამიქსვა ტრენდთან ძალიან ლამაზი და კომფორტულია. რაც მთავარია, პრობლემებისგან გიხსნით...

მიზეზი 4. თქვენ მხოლოდ მოდურ სამოსს ყიდულობთ

შეუძლებელია შექმნა ადეკვატური გარდერობი მხოლოდ მოდური ტანსაცმლით. რატომ? იმიტომ, რომ ტრენდები ძალიან მალე გადადის მოდიდან. ასე რომ, თუ თქვენ არ ხართ ნავთობის მაგნატის მეუღლე და არ შეგიძლიათ ყოველ სეზონზე გარდერობის განახლება, საბაზისო გარდერობით დაიწყეთ.

მიზეზი 5. თქვენ მხოლოდ ფასდაკლებებზე ყიდულობთ

ფასდაკლებები ძალიან სარისკო რამაა. როდესაც 50-70%-იან ფასდაკლებებს ვხედავთ, ხელი თავისით მიიწევს საფულისკენ და ბევრ არასაჭირო რაღაცას ვყიდულობთ. ამ შემთხვევაში, არ უნდა დაგვავიწყდეს ზემოთ მოყვანილი რჩევები.

მიზეზი 6. თქვენ არ ალაგებთ გარდერობს

არეულობა გარდერობში ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ საათობით გაიწელოს იმაზე ფიქრი, რა ჩაიცვათ... თუ თაროებზე აკურატულად დააწყობთ ტანსაცმელს და დაახარისხებთ, ეს ძალიან დაგეხმარებათ გადაწყვეტილების სწრაფად მიღებაში.

მიზეზი 7. თქვენ არ ითვალისწინებთ თქვენი სხეულის ფორმას

შეისწავლეთ კარგად თქვენი სხეული. დააკვირდით, როგორი ფორმის ტანსაცმელი გიხდებათ და არჩევანი ამის მიხედვით გააკეთეთ. ნუ შეიძენთ ტანსაცმელს მომავლისთვის. ზოგჯერ ძალიან მოგწონს და გინდა რაღაც კონკრეტულის ყიდვა და ფიქრობ, რომ წონაში დაიკლებ და მაინც ჩაიცვამ. იმის ნაცვლად, რომ ფული დახარჯოთ სამოსში, რომელიც შეიძლება ხუთი წლის მერეც ვერ ჩაიცვათ, შეიძინეთ ის, რის ჩაცმასაც ამ სეზონზე შეძლებთ.


რა ჩავიცვათ გაზაფხულზე? 7 მთავარი ტრენდი

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 1 /
ნატო
ვეტანხმები
22:54 / 04-05-2017
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93