ცხელი ზაფხულის საუკეთესო სამოსი - კაბაა. გარდერობის მსუბუქი და ამავდროულად, ქალური ელემენტი. როგორი კაბები იქნება მოდაში 2017 წლის ზაფხულში?
ასეთი კაბები ნებისმიერი კომპლექტაციის ქალს მოუხდება: მომგებიანად გამოკვეთავს ღირსებებს და დაფარავს ნაკლს.
ზაფხულის მოდური კაბები
რა შეიძლება იყოს მაქმანზე უფრო ქალური... სწორი სილუეტის კაბები მოუხდებათ გამხდრებსაც და პლუს ზომის ქალებსაც.
თოჯინის კაბები ღრმა დეკოლტეთი ვიზუალურად დააგრძელებს სილუეტს.
ჰაეროვანი ქსოვილების თავისუფალი კაბები სხეულს სუნთქვის საშუალებას მისცემს. პუტკუნები მუცელს დაფარავენ, გამხდრები კი მოხდენილ ფეხებს გამოკვეთენ.
ასეთი სიგრძის კაბები ყველა გოგონას მოუხდება. ძალიან ელეგანტურია და შეეფერება ოფისსაც და წვეულებასაც.
ღია ფერები მშვენიერია, მაგრამ ზაფხულს მკვეთრი ფერები უფრო უხდება. ამ სეზონის აქტუალური ფერებია: იასამნისფერი, ნარინჯისფერი, ფუქსია.
ამ სეზონის კიდევ ერთი ტრენდი: კაბა შარვლის ზემოდან. ასეთი კომპლექტი შეგიძლიათ მკაცრად ფაქტურის მიხედვით შეახამოთ ან სტილი აურიოთ.
ულამაზესი კაბები საოფისედ.
ასეთი ფოჩები უბრალო კაბასაც ძალიან საინტერესოს გახდის.
მრავალფენოვანი კაბები ვიზუალურად ფარავს რამდენიმე ზედმეტ კილოგრამს.
შესანიშნავი ვარიანტები საღამოს წვეულებებისთვის. მსუბუქი თუ ოფიციალური - არჩევანი თქვენზეა.
ზაფხულის ყველაზე პოპულარული კაბა, რა თქმა უნდა, სარაფანია. დიზაინერებმა სარაფნის ათობით ვარიაცია გამოუშვეს: ინდური, ბერძნული, ბოჰო შიკი... შესანიშნავად გამოიყურება კლასიკური სარაფანი.
წელს ძალიან მოდურია ეროვნული მოტივები.
ეს კი შარვლისა და კაბის შეხამების საქმიანი ვარიაციაა.
ამოქარგული ნახატი - კიდევ ერთი სიახლე. ძალიან ლამაზია.
თუ გსურთ, ყველასგან გამოირჩეოდეთ, შეარჩიეთ უჩვეულო თარგისა და ფაქტურის კაბები. იდეალური გადაწყვეტა ყველაზე მოდური გოგონებისთვის.
ასევე იხილეთ:
2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის აქსესუარები - გთავაზობთ წლის ყველაზე აქტუალურ ბიჟუტერიას