გსურთ, ფეშენ-ბლოგერივით კარგად გამოიყურებოდეთ? ნახეთ 9 მოდური ნივთი, რომელიც ამ სეზონზეა აქტუალური.
ბოტილიონები მეტალიზებური ტყავით
ვერცხლისფერი და ოქროსფერი ბოტილიონები ლონდონის მოდის კვირეულის ჰიტია. ის მოდაში წლის ბოლომდე დარჩება.
გრაფიკული თეთრი კაბა
გეომეტრიული თარგის ლაკონიური კაბა ზაფხულში ყველა მოდური გოგონას გარდერობში უნდა იყოს. მას წვეულებაზეც ჩაიცვამთ და კედებზეც.{{ArticleSplitCont}}
ყვითელი აბრეშუმის კაბა
ყვითელი - გაზაფხული-ზაფხულის ყველაზე მოდური ფერია. {{ArticleSplitCont}}
უჯრედებიანი პიჯაკი
ოვერსაიზი და 80-იანი წლების მოდა ისევ აქტუალურია. შეუხამეთ ჯინსს, კაბას.{{ArticleSplitCont}}
ზოლიანი პერანგი ტალღოვანი მკლავით
ქალური და საინტერესო პერანგია. ყოველდღიურიცაა და გამოსასვლელიც.{{ArticleSplitCont}}
დაგლეჯილბოლოიანი ჯინსი
ჯინსი მუდამ მოდურია, მაგრამ ასეთი - სეზონის ჰიტია. {{ArticleSplitCont}}
ქვედაკაბა თასმაზე
მეტად ქალურია. ამ სეზონზე ყველაფერი თასმიანი - ტოპი, კაბა, შარვალი - მოდაშია.{{ArticleSplitCont}}
"ვიქტორიასეული" მაქმანის ბლუზა
გაზაფხული-ზაფხულის ყველაზე მოდური ეკლექტიკური სამოსი, რომელიც ჯინსსაც უხდება და კლასიკურ ქვედაკაბასაც.{{ArticleSplitCont}}
ასიმეტრიული მიდი-კაბა
90-იანი წლების მოდიდან შემორჩენილი ქვედაკაბაა, რომელიც ამ სეზონზე ყველაზე მოდურად წარმოგაჩენთ.