გთავაზობთ 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის ყველაზე მოდური ფეხსაცმლის რამდენიმე იდეას, რომლებიც დაგეხმარებათ, იყოთ მოდური და თავი კომფორტულად იგრძნოთ. ახლა უკვე ვიცი, რას მივაქციო ყურადღება!
კლასიკა
კლასიკურმა ფეხსაცმელმა ამ სეზონზე სულ სხვა იერსახე მიიღო. მოდურმა სახლებმა Haider Ackermann და Saint Laurent ის ფუტურისტული მეტალის მბზინვარებითა და დეკორით განაახლეს.
Dolce&Gabbana წინდებისა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის შეხამებას გვთავაზობს.
პლატფორმა
მაღალი პლატფორმა სულ უფრო პოპულარული ხდება სხვადასხვა ვარიაციაში: "ტანკეტკა", პლატფორმა ფართო ქუსლებით და მთლიანად ბრტყელი პლატფორმა. სიმაღლე 3-დან 20 სანტიმეტრამდე მერყეობს.
ბრტყელი ძირები
როცა ძალიან დაცხება, დიზაინერები გვირჩევენ, ჩავიცვათ სანდლები ბრტყელ ძირზე. ისინი არა მხოლოდ მოსახერხებელი, არამედ მოდურიცაა.
მოდური "შლოპანსები"
"შლოპანსები" ზაფხულის სიმბოლოა. წელს მათი ჩაცმა არა მხოლოდ პლაჟზე, არამედ წვეულებაზე და ოფისში შეიძლება.
ზაფხულის ჩექმა
ნამდვილი ფურორი მოახდინა პოდიუმზე სხვადასხვა კაშკაშა ფერის "ჩექმა-ჩულქებმა". მართლაც შესანიშნავია.
ნაწნავები და თასმები
საუბარია არა მხოლოდ სანდლებზე, არამედ "ბალეტკებზე", ტუფლებზე, ბოტილიონებზე, ესპადრილებსა და ღია ფეხსაცმელზე. მნიშვნელოვანი ელემენტი გახლავთ კოჭებზე შეკრული თასმა.
მეტალიკი
პოპულარობის პიკზეა ციმციმა მეტალიკის ეფექტი. გარდა კლასიკური ოქროსფერი და ვერცხლისფერისა, მოდაშია ჰოლოგრაფიული ეფექტის მეტალიკი.
გველის ტყავი
გველის ტყავის იმიტაცია ფეხსაცმლის ქუსლმაც მიიღო. ამის წყალობით ფეხსაცმელი ძალიან თანამედროვედ და საინტერესოდ გამოიყურება.
გამჭვირვალე ფეხსაცმელი
ამ სეზონის კიდევ ერთი ტრენდი - გამჭვირვალე ფეხსაცმელი. გამჭვირვალე შეიძლება იყოს ან ზედა ნაწილი, ან ქუსლი.
ასევე იხილეთ:
2017 წლის ყველაზე მოდური კაბები. 15 მოდელი გამხდრებისთვის და არამხოლოდ...