ფერადი ფეხსაცმელი გაზაფხულის სეზონის მთავარი ჰიტია. გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ შევუხამოთ სწორად ის ტანსაცმელს.
კლასიკური ფეხსაცმელი
ფერადი კლასიკური ფეხსაცმელი იდეალურად შეესაბამება წვეულებას, პაემანს და მისი ჩაცმა თავისუფლად შეიძლება სამსახურშიც.
საკმარისია, მასთან ერთად ჩაიცვათ თეთრი მაისური, ტყავის ქურთუკი და ქვედაბოლო.
{{ArticleSplitCont}}
„ოქსფორდები“, „ბროგები“ და ლოფერები“
თუ ამ სტილის ფეხსაცმელი მოგწონთ, შეგიძლიათ შეარჩიოთ წითელი, ბორდოსფერი, ცისფერი ან მქრქალი ვარდისფერი მოდელები.
ის იდეალურია ჯინსის შარვალთან, თავისუფალ სვიტერთან, მამაკაცური სტილის პერანგთან ან გრძელ, 80-იანების სტილის ლაბადასთან.{{ArticleSplitCont}}
სპორტული ფეხსაცმელი და კედები
სპორტული ფეხსაცმელი და კედები კვლავ იპყრობს მოდის მოყვარული გოგონების გულს. თეთრი ფერის სპორტული ფეხსაცმელი კარგია, მაგრამ ახალ სეზონზე კარგი იქნება, თუ გარდერობს ფერადი მოდელებითაც გაახალისებთ.
მათი ჩაცმა ბევრნაირად შეგიძლიათ, მთავარია, ფერების არჩევისას არ გადაამლაშოთ. ფერადი კედები და სპორტული ფეხსაცმელი ძალიან უხდება მამაკაცური სტილის კოსტიუმს ან კაბა-პერანგს.
მარიამ რაქვიაშვილი