ფეხსაცმლის ფერის შერჩევა ბევრმა არ იცის. ზოგიერთი მხოლოდ შავს, თეთრ და ნაცრისფერ ფეხსაცმელს ყიდულობს.
ჩვენ გასწავლით როგორი ფერის ფეხსაცმელი უნდა შეუხამოთ სამოსს, რომ გაიუმჯობესოთ განწყობა და მოდურად გამოიყურებოდეთ.
ფეხსაცმლის ფერი ახლოს უნდა იყოს სამოსის ძირითად ფერთან. ჩანთა და აქსესუარები მეორე და მესამე ფეს უნდა შეუხამოთ.
უმჯობესია, ფეხსაცმელი შარვლის ან კოლგოტის ფერის იყოს, ფეხები ვიზუალურად უფრო გრძელი რომ გამოგიჩნდეთ.
ფეხსაცმელი სამოსზე ოდნავ მუქი ფერის უნდა იყოს. თორემ, ყურადღებას ჯერ ფეხსაცმელი მიიქცევს, შემდეგ სახე და ტანი.
ვერცხლისფერი სამოსი ცივი ფერის ტანსაცმელს უხდება, ოქროსფერი - თბილს.
ახლა სათითაოდ განვიხილოთ ფეხსაცმლისა და სამოსის შეხამება.
შავი ფერი უნივერსალური ფეხსაცმელია. ელიტური და ელეგანტური. უხდება თეთრ, ყვითელ, წითელ, ნარინჯისფერ, სალათისფერსა და ვარდისფერს.
ყავისფერი - ჯინსთან და შავი ფერის სამოსთან ჩაიცვით. აგრეთვე უხდება წითელ, ნარინჯისფერ, ყვითელ და მუქ კრემისფერს, თეთრი ფეხსაცმელი - იდეალურად გამოიყურება საზღვაო სტილთან. აგრეთვე, მკვეთრი ფერის სამოსთან.
კრემისფერი და მუქი კრემისფერი ფეხსაცმელი ჩაიცვით თეთრ ან ღია ფერის სამოსთან. ის მაქსიმალურად ახლოა კანის ფერთან და ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს.
ქვიშისფერი - უხდება ცისფერს, ლურჯს, თეთრს.
წითელი - განსაკუთრებით გამოკვეთს ლამაზ ფეხებს. უხდება თეთრი, შავი, ნაცრისფერი, ლურჯი და მწვანე ფერის სამოსს.
ვარდისფერი - თეთრთან, ნაცრისფერთან, ცისფერთან და ფირუზისფერთან ერთად ჩაიცვით.
ნარინჯისფერი - თეთრის, იისფერის, ლურჯის, და ცისფრის იდეალური მეწვილეა.
ლიმონისფერ-ყვითელი - უხდება ალუბლისფერს, ბორდოსფერს, წითელ და შავს ფერებს. თუ ფეხსაცმელი მუქი ფერისაა, - ცისფერს, იასამნისფერს, ლურჯსა და ნაცრისფერს.
ცისფერისა და მუქი ლურჯის ტონალობების ფეხსაცმელი კარგად გამოიყურება თეთრ, ნაცრისფერ და მუქ კრემისფერ სამოსთან. ხოლო ცივი ცისფერი - თბილი ფერის სამოსთან (წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი).
ფირუზისფერ ფეხსაცმელთან ჩაიცვით ალუბლისფერი, მუქი ვარდისფერი, ყავისფერი და მუქი იასამნისფერი სამოსი.
მწვანე ფერი იდეალურად ეხამება თბილ ფერებს ღია ყვითლიდან დაწყებული ოქროსფერით დამთავრებული. აგრეთვე, კრემისფერთან, თეთრთან, ნაცრისფერთან და ყავისფერთან.
მუქი იასამნისფერი ფერის ფეხსაცმელი ჩაიცვით თეთრ, ნაცრისფერ, ყვითელ, ვარდისფერ და ნარინჯისფერ სამოსთან.