მოდის მიმდევრები ხშირად ჯანმრთელობას საფრთხეში იგდებენ და თავს იმართლებენ ფრაზით: "სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს". დღეს ეს მითი უნდა დავამსხვრიოთ.
სკინი-ჯინსი და ლეგინსი
მედიკების დაკვირვებით, ტანზე მომდგარი შარვალი ხელს უშლის ნერვებისა და კუნთების მუშაობას, აგრეთვე, სისხლის მიმოქცევას.
რჩევა: უპირატესობა მიანიჭეთ თავისუფალი სტილის ჯინსებს.{{ArticleSplitCont}}
მძიმე მასიური ჩანთა
საზიანოა ზურგისთვის, ხერხემლისა და ფეხებისთვის, რასაც მოჰყვება ტკივილი წელისა და კისრის არეში.
რჩევა: თუ სიმძიმის ტარება გიწევთ, ზურგჩანთა გამოიყენეთ.{{ArticleSplitCont}}
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი
ხანგრძლივი ტარება აზიანებს ფეხებსა და ხერხემალს.
რჩევა: ყოველდღიური ფეხსაცმლის ქუსლი ორ-სამ სმ-ს არ უნდა აღემატებდეს.{{ArticleSplitCont}}
ვიწრო ქვედაკაბა
ქალური, მაგრამ უსაფრთხო სამოსი არაა. აფერხებს ნაბიჯის სწორ გადადგმას და მალთაშორისი თიაქრს გამოწვევა შეუძლია.
რჩევა: ფართე ქვედაკაბა ჩაისვით. ის იდეალურად ეხამება სვიტერსაც და მკაცრ პერანგსაც. {{ArticleSplitCont}}
მძიმე ბიჟუტერია
მძიმე საყურეები წელავს ბიბილოს. მასიური კოლიე ან ჩოკერი აზიანებს ყელს. იწვევს თავისა და მხრების ტკივილს.
რჩევა: მოდური და ჯანმრთელი რომ იყოთ მსუბუქი სამკაულები შეარჩიეთ. რომლებიც მასიურად გამოიყურება.