ოდრი ჰეპბერნი, გრეის კელი, ჟაკლინ კენედი... ამ ქალების უზადო გემოვნებით დღემდე აღფრთოვანებულია მსოფლიო. როგორ შევქმნათ იმიჯი, რომელიც არა მხოლოდ მიიქცევს ყურადღებას, არამედ მეხსიერებაშიც ჩარჩება?
არ არის აუცილებელი, ატაროთ მარგალიტები და ხელთათმანები, რათა ნამდვილი ლედი გახდეთ. რამდენიმე ხრიკის მეშვეობით შეძლებთ, შეუდარებლად გამოიყურებოდეთ!
ელეგანტური კაბები
ელეგანტური აქსესუარი მუდამ და ყველგან. ეს შეიძლება იყოს სადა ტყავის ჩანთა, საათი ან თმის სამაგრი.
ვინ თქვა, რომ შარვალი ქალური არ არის? მდიდრული ნაცრისფერი გამოკვეთავს სიმკაცრეს. ასეთი იმიჯი შესანიშნავია საქმიანი შეხვედრებისთვის.
ქვედაბოლო მუხლს ქვემოთ და დამოკლებული პიჯაკი - ბრიტანელი ქალბატონების საყვარელი კომპლექტი. მოხდენილი შლაპა კი იდუმალებას შეგძენთ.
შავი ან კრემისფერი კლასიკური ფეხსაცმელი - მის გარეშე გარდერობი წარმოუდგენელია. განსაკუთრებით, ქვედაბოლო-ფანქართან შეხამებაში გამოიყურება მომგებიანად.
ნაზი ვარდისფერი ელფერი - შესანიშნავი გადაწყვეტაა ზაფხულისთვის.
თავსაბურავი ნებისმიერ ქალს დაამშვენებს.
იდეალური პროპორციები - აი, რას უნდა მიექცეს ყურადღება ტანსაცმლის შერჩევისას. გაუსვით ხაზი ღირსებებს და მოხერხებულად დაფარეთ ნაკლი.
სადღესასწაულოდ შეარჩიეთ ატლასი, მაქმანები, გიპიური. უზადოდ გამოიყურება!
თეთრი ფერის სამოსი მუდამ მომგებიანად გამოიყურება.
კარგი ჯაკეტი - მოდური ქალის გარდერობის განუყოფელი ნაწილია ჯერ კიდევ კოკო შანელის დროიდან.