ტრამპს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, მაგრამ მისი ცოლით მთელი მსოფლიო აღფრთოვანებულია. მელანია ტრამპი შეუდარებლად გამოიყურება და რაც მთავარია, უზადო გემოვნება აქვს.
სულ ახლახან მელანია ამაყად ახლდა მეუღლეს პირველ ოფიციალურ მსოფლიო ტურნეში. პირველმა ლედიმ დაამტკიცა, რომ ოფიციალური და საქმიანი სტილი შეიძლება იყოს ძალიან ქალური და სექსუალური.
საფარის სტილი მუდამ სასეირნოდ მიიჩნეოდა, მაგრამ ამ ლამაზმანის კაბას ხინჯს ვერ უპოვი - შესანიშნავად მოუხდა ოფიციალურ ვიზიტსაც.
შავისა და ოქროსფერის შეხამება ძალიან კეთილშობილურად გამოიყურება. მკაცრი კომბინეზონი ძალიან ქალურად და ამავდროულად, მკაცრად გამოიყურება.
ღია ფერის საშუალო სიგრძის თოჯინის კაბა ყურადღებას იმსახურებს. ასეთი სამოსი აახალგაზრდავებს და ახალისებს.
კაშკაშა ფერი ოფიციალურ მიღებაზე. ფუქსიის ფერი ძალიან აქტუალურია ამ ზაფხულს.
ტყავის ქვედაბოლომ და მოკრძალებულმა ბლუზამ თავისი საქმე გააკეთა. ერთი მხრივ, ეს ძალიან მიმზიდველია, მეორე მხრივ კი - მკაცრი.
კრემისფერმა ტყავის კოსტიუმმა კრიტიკოსებისა და მელანიას თაყვანისმცემლების აღფრთოვანება გამოიწვია.
პრეზიდენტის მეუღლე შეუმჩნეველი ვერ დარჩება. მოდური ფერის ციმციმა კაბამ მელანიას იმიჯი დაუვიწყარი გახადა.
ყოველ საქმიან ქალს გარდერობში უნდა ჰქონდეს უბრალო კრემისფერი კაბა. მას ნებისმიერ რამეს შეუხამებ, თუნდაც Dolce & Gabbana-ს ამ 3D გამოსახულებებიან, ლეგენდარულ 52 ათას დოლარად ღირებულ ლაბადას.
მელანიამ ვატიკანში ადგილობრივი ტრადიციები არ დაარღვია და მკაცრ შავ მაქმანის კაბასა და ვუალში გამოჩნდა. ამ სამოსმა პირველი ლედის სილამაზეს კიდევ უფრო გაუსვა ხაზი.
ამ სამოსმა დიდი ფურორი გამოიწვია, მას შემდეგ მსგავსი იმიჯით უამრავი ცნობილი ადამიანი გამოჩნდა.
მკაცრი თარგი, პატარა უჯრედები - მოსაწყენად ჟღერს, მაგრამ ეს კომპლექტი უზადოდ გამოიყურება.
იტალიაში ლამაზმანი ყვავილის პრინტიან ჰაეროვან კაბაში გამოჩნდა. ულამაზესი საგაზაფხულო იმიჯია.
მაქმანი ნებისმიერ ქალს ამშვენებს. ამ სტილის კაბა მომგებიანად გამოკვეთავს სხეულის ფორმებს, თანაც თავშეკავებულად გამოიყურება.
და კვლავ ღია ფერები. წმინდა წყლის კეთილშობილება.
წითელი მონო-ლუქი ძალიან აქტუალურია მომავალ შემოდგომაზე.