როდესაც საუბარი სტილს შეეხება, არავის სურს, ჩამორჩენილი იყოს. მოდა გარდამავალია, მაგრამ სტილის საფუძვლები უცვლელია.
აი, სტილის 9 წესი, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს:
ირწმუნეთ ვარდისფერის
ვარდისფერი კვლავ მოდაშია. ეს ქალური და ელეგანტური ფერი მსოფლიო პოდიუმებს ამშვენებს. ნუ უგულებელყოფთ, თამამად შეიძინეთ და შეავსეთ გარდერობი ვარდისფერი ტანსაცმლით!
კაშკაშა ჟაკეტი ყოველთვის გადაგარჩენთ
კაშკაშა ჟაკეტი - შეუცვლელი ნივთია. ის ერთდროულად გიქმნით სტილს და შესამჩნევს გხდით. ყოველ ქალს უნდა ჰქონდეს ერთი კარგი ჟაკეტი ნებისმიერი შემთხვევისთვის.
ხანდახან სამოსის მთავარი დეტალი ფეხსაცმელია
ნებისმიერი ქალი დაგვერწმუნება, რომ ახალი ფეხსაცმლის მორგება და შეძენა - დიდი სიამოვნებაა. ჩვეულებრივი ქუსლებისგან განსხვავებით, სტილეტები - ამბიციურობის სიმბოლოა. იგი ქალს თავდაჯერებულს ხდის. მოკლე კაბასთან თუ შარვალთან - მუდამ შესანიშნავად გამოიყურება.
ნუ შეგაშინებთ უჩვეულო ელფერები
ადამიანის თვალი მილიონობით ელფერს არჩევს, მაგრამ ხანდახან 2-3-ის შერჩევაც კი სირთულეს წარმოადგენს. ფერს გააჩნია უნიკალური თვისება, ზემოქმედება იქონიოს განწყობაზე, ემოციასა და აღქმაზე. ასე რომ, ნუ შეგეშინდებათ უჩვეულო და კაშკაშა ფერის ტანსაცმლის ჩაცმის.
გაუმარჯოს მაქსი-ქვედაბოლოს!
მაქსი-ქვედაბოლო კლასიკაა, რომელსაც უამრავი ქალი ეჭვის თვალით უყურებს. უნდა გააცნობიეროთ, რომ, როგორც ჯინსები და ჟაკეტი, მაქსი-ქვედაბოლოც უნივერსალური ტანსაცმელია ნებისმიერი სეზონისთვის. მთავარია, საკუთარი თავი დაარწმუნოთ, რომ ის ძალიან მოგიხდებათ.
ხშირად ატარეთ პრინტიანი შარვლები
პრინტიანმა შარვლებმა კვლავ დაიპყრო პოდიუმები. ასე რომ, დადგა დრო, თავადაც ჩაატაროთ ექსპერიმენტები და განაახლოთ გარდერობი. კაშკაშა მოტივები, ფიგურული პრინტები - შესანიშნავად გამოიყურება სხვადასხვა ფასონის შარვლებზე.
სერიოზულ მიღებაზე ჩაიცვით ზღაპრული შავი კაბა
საღამოს კაბა - გრძელი კაბაა, რომელსაც ფორმალურ მიღებებზე იცვამენ. როგორც წესი, ის ძვირფასი ქსოვილისგანაა შეკერილი, მაგალითად, შიფონის, ხავერდის ან აბრეშუმისგან. ეს გახლავთ ძალიან ქალური სამოსი, რომელიც მომენტალურად ქმნის საჭირო სტილს. თანაც, იგი ნებისმიერ ქალს ამშვენებს.
შეიძინეთ ლეოპარდის პრინტიანი "ნავები"
ლეოპარდის პრინტი - ზაფხულის გარდერობის განუყოფელი ნაწილია. ასეთი ფეხსაცმელი კი ნებისმიერ ტანსაცმელს მოუხდება. ამიტომ ის ყოველი ქალის გარდერობში უნდა იყოს.
მხრებზე მოგდებული ქურთუკი - მომენტალური შიკი
ქურთუკის ტარების ყველაზე მაგარი ხერხი - მხრებზე მოგდებაა. მოდური გოგონების ფოტოებზე ხშირად ვხედავთ, თუ როგორ ამბობენ ისინი სახელოებზე უარს და ქურთუკის მხრებზე მოგდებას არჩევენ. ეს გახლავთ უახლესი ტრენდი, რომელსაც პოპულარობა შესძინეს ისეთმა გოგონებმა, როგორებიცაა ოლივია პალერმო და მირანდა კერი.