ოდესღაც ვერ მოვახერხე, სწრაფად შემერჩია ფერადი სამოსი ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის. თავში ყველაფერი აირია, ერთდროულად რამდენიმე ვარიანტი მომწონდა და ბოლოს მაინც არაფერი გამოვიდა. შედეგად, შავსა და წითელზე შევაჩერე არჩევანი.
ფერების სწორი კომბინაცია ნამდვილი ხელოვნებაა. ყველა ქალი ყოყმანობს, ეშინია, შეცდომა არ დაუშვას, სანამ საბოლოო იმიჯს შექმნის.
ფერთა შეხამება ტანსაცმელში
მოდა მუდმივად იცვლება, შემდეგ კი აღნიშნავ, რომ დიდი ხნის წინ მივიწყებული ტენდენციები ბრუნდება. მაგრამ არის ფერთა ჰარმონიული კომბინაცია, რომლებიც მუდამ აქტუალურია.
წითელი
თუ წითელ ფერს ირჩევთ, იყავით მზად, რომ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. ეს ფერი თავდაჯერებული ადამიანებისთვისაა. ნუ შეადგენთ კომპლექტს მხოლოდ ამ ფერისგან, რათა თავი აარიდოთ ზედმეტ სექსუალურობას. გარდა ამისა, დიდი ოდენობით წითელი თვალს ღლის. ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური შეხამებაა შავი და წითელი. ეს უკვე დიდი ხანია, კლასიკა გახდა მოდის სამყაროში. კარგია, თუ ორივე ფერი თანაბრად არის წარდგენილი, მაგალითად - შავი ქვედაბოლო და ბლუზა და წითელი ლაბადა.
პასტელი
პასტელური ფერები შეგიძლიათ თამამად შეუხამოთ ერთმანეთს. ნაზი ღია ელფერები თითქოს ერთმანეთისთვისაა შექმნილი. ასეთი მიქსი ჰარმონიულად და ქალურად გამოიყურება.
თეთრი
თეთრი საბაზისო ფერებს მიეკუთვნება და ყველა დანარჩენ ფერს ეხამება. ის ახალისებს ყველაზე მოსაწყენ სამოსსაც კი. შესანიშნავად ერწყმის წითელს და ლურჯს. ასევე, ამ სეზონზე აქტუალურია თეთრისა და "რძიანი ყავის" შეხამება, რომელიც ძალიან უხდება საქმიან სტილს.
დენიმი
დიდი ხნის განმავლობაში დენიმისა და სხვადასხვა ფერის შეხამება დაუშვებელი იყო, მაგრამ ამჟამად ეს უკვე რეგულარულად გვხვდება სხვადასხვა ჩვენებაზე. მთავარია, სწორად შეარჩიოთ: დენიმის ელფერები არ უნდა ემთხვეოდეს.
ცისფერი ჯინსის პერანგი და მუქი ლურჯი ჯინსის შარვალი შესანიშნავად გამოიყურება კომპლექტში, ყავისფერი ფეხსაცმელი კი იდეალურად დაასრულებს იმიჯს.
საზღვაო თემა
პირველად მუქი ლურჯი ზოლების თემა კოკო შანელმა წამოწია გასული საუკუნის 30-იან წლებში. ის დღემდე აქტუალურია და უნივერსალურ პრინტად მიიჩნევა, რომელიც ყოველი მოდური გოგონას გარდერობში უნდა იყოს.
საზღვაო თემის ფერთა გამა შემდეგი ფერებისგან შედგება: ლურჯი, შავი, თეთრი და წითელი. იდეალური იმიჯის დასრულება კი ოქროსფერი აქსესუარებით შეიძლება.