პოლიტიკოსების ჩაცმულობა დიდ ინტერესს იწვევს. საკმარისია პატარა გადაცდომა ჩაცმულობაში და ისინი კრიტიკის ობიექტები ხდებიან.
ქართველი პოლიტიკოსების უმეტესობა ცდილობს ამ კრიტიკას თავი აარიდოს და ამიტომ მთაშიც და პარლამენტშიც კლასიკური სტილის სამოსით იმოსება. თუმცა გამონაკლისები ამ სფეროშიც გვყავს. „რეიტინგმა“ 5 პოლიტიკოსი შეარჩია, რომლებიც თავიანთი ჩაცმულობის გამო არაერთხელ გამხდარან საზოგადოების განსჯის ობიექტები. მათ იმიჯზე მოდის ონლაინპლატფორმის, „streetstyle.ge”-ს დამფუძნებელი, მოდის კრიტიკოსი გივი რაზმაძე გვესაუბრება.
ნინო ბურჯანაძე
თუ არ მივაქცევთ ყურადღებას ქალბატონი ნინოს ბეწვეულისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, შესაძლებელია, მისი სტილის ინსპირაცია ვიპოვოთ მარგარეტ ტეტჩერის ლუქებში.
საკმაოდ დახვეწილი და ელეგანტური ქალბატონი მისი სახით წარმოგვიდგება, რომელიც ხაზს უსვამს მაღალ სტატუსს და საკუთარ რეგალიას. ეს კარგია და მივესალმები, მაგრამ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, მით უმეტეს, ჩაცმის სტილს.
მაშინ, როცა ნინო ბურჯანაძე ამომრჩევლის ნდობის მოპოვებას ცდილობს, პირველ რიგში, მათთან უნდა მიიტანოს მესიჯი - მე თქვენთან ვარ, თქვენიანი ვარ, მესმის და ვიზიარებ იმ საკითხებს, რაც გაწუხებთ, ეს მეც მეხება და ა.შ. მისი ჩაცმულობა კი ცოტა დაუჯერებელს ხდის ამას იმ ხალხისთვის, ვისაც შია, არ აქვს ტანსაცმელი და უამრავი პრობლემა აქვს. ბრილიანტების და მარგალიტების ფონზე ვერ ხედავს ადამიანს, რომელიც სხვაზე ფიქრობს და ის უბრალოდ, კომფორტულად ცხოვრების მოყვარულ პიროვნებასთან ასოცირდება.
წაიკითხეთ სრულად