როგორ შევადგინოთ კაპსულის გარდერობი სწორად - Marao

როგორ შევადგინოთ კაპსულის გარდერობი სწორად

2020-02-19 10:09:31+04:00

ყიდულობ ქვედაბოლოებს, ბლუზებს, შარვლებს, ჩანთებს, ფეხსაცმელს... მაგრამ ყოველ ჯერზე აღებ კარადას და ხვდები რომ ჩასაცმელი არ გაქვს.

ნაცნობი სიტუაციაა? უამრავი ნივთი, მაგრამ გამოსადეგარი - არცერთი. საქმე ტანსაცმლის ღირებულებაში კი არა, არასწორად შერჩევაშია, და რაც უფრო მეტი გაქვს, მით უფრო რთულია არჩევანის გაკეთება.

დღეს ჩვენ მოგითხრობთ, როგორ შეარჩიოთ კაპსულის გარდერობი. ეს კოსმოსური კარადა კი არა, 6-10 ნივთისგან შემდგარი ნაკრებია, რომელიც 10-15 კომპლექტად იყოფა. მთავარია, მიჰყვეთ წესს.

капсульный гардероб как составить

კაპსულის გარდერობი

გარდერობში ტანსაცმლის გარდა აქსესუარებიც შედის. სტილისტები გვირჩევენ, ძირითად გარდერობში ვიქონიოთ 2-3 კაფსულა ყველა სეზონზე, ეს დაახლოებით 37 ნივთია. მისი წყალობით შეძლებთ თანხის სწორად განკარგვასაც, რადგან არ მოგწევთ ყველაფერის ზედიზედ შეძენას.

капсульный гардероб как составить

კაპსულის გარდერობის შერჩევის წესი

გაერკვიეთ სტილში. თუ თქვენს ცხოვრებაში სამსახური დომინირებს, ნუ შეიძენთ 3 წყვილ დახეულ ჯინსს, მხოლოდ იმიტომ, რომ მაღაზიაში ფასდაკლება. გაითვალისწინეთ სამსახურის დრეს-კოდი, მოდური ფერები.

капсульный гардероб как составить

შეარჩიეთ 3-4 ფერი. ერთი ფერი შეიძლება იყოს კაშკაშა აქცენტით

ნუ შეიძენთ ნივთებს მუდმივად. დაგეგმეთ ახალი სეზონის შენაძენები 2-3 კვირით ადრე.

შეამცირეთ ნივთების რაოდენობა 37-მდე. ამ სიაში უნდა შედიოდეს: პერანგები, ბლუზები, ტოპები, ქვედაბოლოები, შორტები, კაბები, ზედა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. შინაური ტანსაცმელი, აქსესუარები და თეთრეული ამ სიაში არ შედის.

капсульный гардероб примеры

მაგალითად, მე გავერკვიე, რომ მსურს 9 წყვილი ფეხსაცმლი, 9 ქვედა და 15 ზედა ნაწილის დატოვება. ამ რაოდენობაში შესაძლებელია ოქროს შუალედის პოვნა მინიმალიზმსა და მრავალფეროვნებას შორის.

ატარეთ ყოველი კაფსულა (6-10 ნივთი). ასე შეძლებთ ამ ნივთების იოლად კომბინირებას, რადგან ერთმანეთთან ჰარმონირებს. სეზონი 3-4 თვეს შეადგენს. ამ დროს მნიშვნელოვანია, სხვა ნივთები არ შეიძინოთ. ამაშია საკაფსულო გარდერობის მთელი არსი. უნდა მოახდინოთ კომბინირება და ახალი ლუქები შექმნათ, და არა შეიძინოთ ყველაფერი ზედიზედ.

капсульный гардероб примеры

რედაქციის რჩევა

მოაწყვეთ გარდერობის გენერალური დალაგება კაფსულების შექმნამდე. დაყავით ნივთები 4 ბლოკად: "ახლა ჩავიცვამდი!", "სხვა დროს იყოს", "არა", და "სეზონური" (ქურქი, ლაბადა, პლაში).   ნათელი გახდება, თუ რისგან უნდა გათავისუფლდეთ. დარარჩენი ნივთები კარგად გატესტეთ და გადაყარეთ უსარგებლო, რათა ახალი და ხარისხიანი შეიძინოთ.