თეთრი ფერი მდიდრული და მუდამ მოდურია. მთავარია, იცოდეთ, რა სამოსი უნდა შეიძინოთ ამ ფერის.
თეთრი ფერის კედები - კლასიკური და უნივერსალური სამოსია. სპორტულიცაა და ყოველდღიურიც.
თეთრი მაისური - მაქსიმალურად უბრალოა, მაგრამ მუდამ აქტუალური. სხვათა შორის, სტილისტები გვირჩევენ, იდეალური თეთრი მაისური მამაკაცების განყოფილებაში ვიყიდოთ. მამაკაცის მაისური ქალის სხეულს მეტად გამოკვეთს.
თეთრი პერანგი - მასთან დასაშვებია მინიმალური დეკორი.
თეთრი კაბა - ზაფხულის ჰიტია. უმჯობესია, თუ ნამზეურზე ჩაიცვამთ. კონტრასტი ვიზუალურად მეტად მომგებიანია.
თეთრი ფერის შარვალი - ხარისხიანი ქსოვილის უნდა შეიძინოთ, რომელიც მდიდრულად გამოიყურება. ელეგანტურია, თუმცა ნებისმიერ სტილს უხდება.