სტილის გაკვეთილი: 5 თეთრი სამოსი, რომელიც ყველა ქალს უნდა ჰქონდეს - Marao

სტილის გაკვეთილი: 5 თეთრი სამოსი, რომელიც ყველა ქალს უნდა ჰქონდეს

2020-05-27 11:38:16+04:00

თეთრი ფერი მდიდრული და მუდამ მოდურია. მთავარია, იცოდეთ, რა სამოსი უნდა შეიძინოთ ამ ფერის.

თეთრი ფერის კედები - კლასიკური და უნივერსალური სამოსია. სპორტულიცაა და ყოველდღიურიც.

თეთრი მაისური - მაქსიმალურად უბრალოა, მაგრამ მუდამ აქტუალური. სხვათა შორის, სტილისტები გვირჩევენ, იდეალური თეთრი მაისური მამაკაცების განყოფილებაში ვიყიდოთ. მამაკაცის მაისური ქალის სხეულს მეტად გამოკვეთს.

თეთრი პერანგი -   მასთან დასაშვებია მინიმალური დეკორი.

თეთრი კაბა - ზაფხულის ჰიტია. უმჯობესია, თუ ნამზეურზე ჩაიცვამთ. კონტრასტი ვიზუალურად მეტად მომგებიანია.

თეთრი ფერის შარვალი - ხარისხიანი ქსოვილის უნდა შეიძინოთ, რომელიც მდიდრულად გამოიყურება. ელეგანტურია, თუმცა ნებისმიერ სტილს უხდება.