სტილი

შემოდგომა-ზამთრის მოდური ფერთა შეხამება სამოსში

 შემოდგომა-ზამთრის მოდური ფერთა შეხამება სამოსში
დადგა შემოდგომა, მოვიდა დრო, დავფიქრდეთ შემოდგომა-ზამთრის გარდერობზე. გთავაზობთ ამ სეზონის მოდური ფერების ნაკრებს.

პორტვეინი

ბორდოსფერის ეს შესანიშნავი ელფერი მომგებიანად შეეხამება შავს, თეთრს, კრემისფერსა და მწვანეს. ეს კეთილშობილური ფერი ხაზს გაუსვამს გემოვნებიანობას და იდეალურია ნებისმიერი საშემოდგომო კომპლექტისთვის.

модные тренды осени

საბალეტო ფეხსაცმელი

ეს კი უამრავი გოგონასთვის საყვარელი ღია ვარდისფერი. ფერი "საბალეტო ფეხსაცმელი" - სტილის, შარმისა და განსაკუთრებული ხასიათის მაჩვენებელია. შესანიშნავად უხდება ნაცრისფერს, ვერცხლისფერსა და თეთრს.

модные тренды на осень


ნაღებიანი რომი

ვინც ბუნებრივ, მშვიდ და თბილ ფერებს ანიჭებს უპირატესობას, ამ ნატურალურ კრემისფერს ნამდვილად
დააფასებს. ეს ფერი უნივერსალურია, მასთან პალიტრის ნებისმიერი ფერის შეხამება შეგიძლიათ.

самые модные тренды осени


ზღვისფერი პიონი

ეს 2017 წლის საკვანძო ფერია. ლურჯის ელეგანტური ელფერი, აბსოლუტურად ნეიტრალური, მაგრამ საკმაოდ მკვეთრი. რაც მთავარია, ნებისმიერ ფერს უხდება!

модные тренды на осень


ნატურალური ნაცრისფერი

ეს გახლავთ კლასიკა, რომელიც ელეგანტური და მოდური იმიჯისა და ექსტრავაგანტური შეხამებების შესაქმნელად უამრავ შესაძლებლობას იძლევა.

модные тенденции на осень


დაჩრდილული ნაძვი

ამ ფერში ოკეანის სიღრმის, ტყის ჩრდილისა და მარადმწვანე ხეების ელფერების დანახვა შეიძლება. დაჩრდილული ნაძვი - მუქი მწვანე ელფერი ღრმა ლურჯი ფერის ნოტებით - შესანიშნავია საღამოს კაბებისთვისაც და ყოველდღიური შარვლებისთვისაც.

5 модных трендов осени


ოქროს ლაიმი

ნაზი და თბილი სიმწვანისა და კეთილშობილი ოქროს შეხამება - ეს გახლავთ "ოქროს ლაიმი". ამ ფერის კაბა ან პალტო შემოდგომის დღეს თბილი მზის სხივებით აღავსებს და განწყობას აგიმაღლებთ.

модные тенденции пальто


მარინა

ეს კი ზღვის ფერია, რომელიც უსასრულო ღრუბლებისა და ტალღების ფერს მოიცავს. ცივ ამინდში ცხელი ზაფხულის შესაგრძნობად, იმიჯი "მარინას" ფერის ნივთით დაასრულეთ.

самые модные цвета осени


შემოდგომის ჭადარი

დაბოლოს, ნამდვილი შემოდგომის ფერი, სახელად "შემოდგომის ჭადარი". ეს თბილი და ოდნავ დახშული ფერის სვიტერები, ტრიკოტაჟის კაბები, პალტოები და ნაქსოვი აქსესუარები უზადოდ გამოიყურება ამ სეზონში.

модные цвета осени
წითელი გრენადინი

შეუძლებელია, უყურადღებოდ დატოვოთ ეს მკვეთრი, ეფექტური და დინამიკური ფერი, რომელსაც დიზაინერები ხშირად იყენებენ ჩვენებებზე. თანაც, წითელი ფერის ყველაზე პოპულარული შეხ
ამებაა - წითელთან. ამ სეზონზე თამამად შეგიძლიათ წითელ კაბასთან წითელი ფეხსაცმელი ჩაიცვათ, ეს სულაც არ გამოიყურება ვულგარულად.  

модные тенденции осени

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93