მოდა ჭირვეული და ცვალებადია, მაგრამ არსებობს 3 ფერი, რომელიც მუდამ მდიდრული და მოდურია.
რალფ ლორენის შემოდგომის კოლექციაში ამ სამი ფერის სიჭარბეა.
თეთრი
შავთან ერთად ყველა სეზონის, განსაკუთრებით შემოდგომის ჰიტია. შეიმოსეთ თავიდან ფეხებამდე. გამოიყენეთ შავის ან ნეიტრალური კრემისფერს აქსესუარები.
თეთრი კარგად ეხამება ნაცრისფერსა და ცისფერს.
თეთრი პალტო ხალხის მასისგან გამოგარჩევთ. განსაკუთრებით, თუ მზისგან დამცავ შავ სათვალესაც გაიკეთებთ.
თეთრი ფეხსაცმელი და ან ჩანთა მუდამ მდიდრულად წარმოგაჩენთ.
წითელი
თამამი ქალების ფერია. წითელს თუ ჩაიცვამთ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თმა, მაკიაჟი და კანი იდეალურად გაქვთ.
დაივიწყეთ წითლისა და შავის შეხამება, თუ ფლამენგოს მოცეკვავე არ ხართ - ეს ზედმეტად დრამატულია.
ყველაზე უბრალო წითელი ჩანთაც კი სტატუსს აგიმაღლებთ.
თუ წითელი პალტო უნდა შეიძინოთ, იყოს ლაკონიური და ზედმეტი დეტალების გარეშე უნდა იყოს.
წითელი ფეხსაცმელი ნებისმიერ სამოსს უხდება.
მუქი ლურჯი
ამ სეზონზე შავზე პოპულარულია. თანაც, შავი ცოტა ტრაგიკული ფერია. ჩაანაცვლეთ იგი მუქი ლურჯით.
მუქი ლურჯი პალტო ბეწვის საყელოთი იდეალურია ამ ზამთარში.
არ არსებობს მუქი ლურჯი უნიფორმა, რომელშიც ქალიცა და კაციც იდეალურად არ გამოიყურებოდეს.
მუდამ მოდურია მუქი ლურჯი ჯინსი, ქვედაკაბა, საღამოს კაბა, შარვალი.
მუქ ლურჯს ცხოველური პრინტის აქსესუარებიც კი უხდება.