არსებობს მოსაზრება, რომ ფეხსაცმელი ყველა ქალს ბევრი უნდა ჰქონდეს, ყველანაირი შემთხვევისთვის, მაგრამ თუ დაფიქრდებით, უმჯობესია, კარადა გამოუყენებელი ფეხსაცმლით არ გაავსოთ და მხოლოდ აუცილებელი ფეხსაცმელი შეიძინოთ.
ბოტილიონი
უხდება საქმიან ფეხსაცმელსაც და ჯინსსაც, კაბასაც და ქვედაკაბასაც. საშემოდგომოდ შეიძინეთ შავი ან ყავისფერი ფერის.
ბოტფორდები
ულტრათანამედროვე ფეხსაცმელია, მაგრამ ყველაფერს არ უხდება. შეგიძლიათ ჩაიცვათ მინი ქვედაკაბასთან, ვიწრო ჯინსთან, მაქსი პალტოსთან.
მამაკაცური ფეხსაცმელი
კლასიკაა - დერბი, ჩელსი, ოქსფორდები იდეალურად ეხამება სხვადასხვა მოდელის შარვალს, მინი ქვედაკაბებსაც. შეიძლიათ საქმიან სამოსთან ერთად ჩაიცვათ. ფერებიდან უპირატესობა მიანიჭეთ შავსა და ყავისფერს.
სპორტული ფეხსაცმელი
სპორტული ფეხსაცმელი მხოლოდ ზაფხულში კი არა, შემოდგომაზეც უნდა გეცვათ. აირჩიეთ წყალგაუმტარი. ბოტასი უხდება ჯინსსაც და კლასიკურ შარვალსაც, რომანტიკულ კაბებსაც და პალტოებსაც.
ჩექმა
ნატის ან ტყავის, დეკორით ან სადა, მრავალფეროვანი. უხდება საშემოდგომო სამოსს. ფერებიდან ამ სეზონზე მოდაშია თეთრი და წითელი ჩექმა.
იხილეთ ფოტოგალერეა