ხორციანი ქალბატონები ხშირად წუწუნებენ, რომ უჭირთ სამოსის ერთმანეთისთვის შეხამება.
გვინდა მოგცეთ 11 რჩევა, რათა ყოველდღე იდეალურად გამოიყურებოდეთ.
1. ქვედაკაბა-კლოში - დაგიფარავთ ფართე გვერდებს და ვიზუალურად დაგიწვრილებთ წელს.
2. მოფარდაგებული კაბა გამოკვეთს სხეულის ფორმებს.
3. საქმიანი სტილი - მომდგარი მუხლს ქვემოთ ქვედაკაბა და თხელი ბლუზა.
4. აუცილებელია, კარგად შეახამოთ ქსოვილი და პრინტი.
5. ბასკა - ზედა ვიზუალურად დაგიწვრილებთ წელს.
6. არ უნდა მოგერიდოთ იმის ჩაცმა, რაც გსურთ.
7. ვინ თქვა, რომ თეთრი ფერი ასუქებს?
8. ნუ მოერიდებით მკვეთრ ფერებს. ფუშფუშა ფორმები შეგიძლიათ თქვენს ღირსებად აქციოთ.
9. გრძელი შარფი ან გახსნილი პალტო იდეალურად მალავს სხეულის ნაკლს.
10. ქვედაკაბა "ზარი" მუხლამდე - ეფექტური და მუდამ მოდურია.
11. ნუ მოგერიდებათ საკუთარი სხეულის გამოჩენის. ნახეთ, რა მშვენიერები არიან ეს ფუშფუშა მოდელები.