რუსული მედია აქტიურად განიხილავს თბილისის ახალი მერის, კახა კალაძის ოჯახს.
ამჯერად, მათი ინტერესის მთავარი სამიზნე, კალაძის გემოვნებაა. თბილისის მერს მსოფლიოში ყველაზე გემოვნებიანი პოლიტიკოსის წოდება ერგო.
22 ოქტომბერს თბილისის ახალი მერი აირჩიეს. ის კახი კალაძე გახდა - საქართველოს ენერგიტიკის ყოფილი მინისტრი, წარსულში კი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტსმენი, ცნობილი ფეხბურთელი, თბილისისა და კიევის "დინამოს", იტალიური "ჯენოასა" და "მილანის" მცველი.
იტალიაში ლამაზმა ცხოვრებამ, მნიშვენლოვანი როლი შეასრულა არა მარტო კალაძის კარიერაში, არამედ მისი გემოვნების ჩამოყალიბებაშიც. საკმარისია მისი ინსტაგრამ გვერდი დაათვალიეროთ და ამაში თავადვე დარწმუნდებით.
როგორც ნამდვილ იტალიელს, კახა კალაძეს მხრებზე ქიშმირის სვიტერის წამოსხმა უყვარს, რომელიც აუცილებლად იმეორებს წინდების ფერს და პერანგის ტონალობას ეხამება. მას ხშირად ნახავთ ელეგანტური შარფებით, მოდური სათვალეებიტ, მისი იდეალურად შეკერილი პიკაჯის გულის ჯიბიდან კი ოსტატურად შერჩეული აბრეშუმის ხელსახოცი მოჩანს. გაგრძელება + ფოტო