ზამთარი დადგა და თუ გვსურს, ამ სეზონზეც მოხდენილად და მოდურად გამოვიყურებოდეთ, 7 რჩევა უნდა გავითვალისწინოთ.
1. კარამელ-ჯინსის შეხამება
მწვანე და კარამელის ფერები იდეალურად ეხამება ჯინსს. ამიტომ, თამამად შეუხამეთ ისინი ერთმანეთს. ლუქს იდეალურად დაასრულებს ბორდოსფერი კუბოკრული შარფი.
2. პასტელის ფერები გარდერობში

ზამთარში რატომ ვიცვამთ სულ მუქ ფერებს? პასტელური ფერებიც იდეალურია ამ სეზონისთვის. გაამრავალფეროვნეთ გარდერობი ცისფერ-სალათისფერი სამოსით.
3. მდიდრული და თბილი

იდეალური და მდიდრული შეხამებაა კრემისფერი ტონები (მუქის, ღიაც) ბორდოსფერთან.
4. კეთილშობილი ნაცრისფერი

ზამთრის ყველაზე მოდური ფერია. გამოიყენეთ ყველა ტონი - პასტელურით დაწყებული სველი ასფალტისფერით დამთავრებული.
5. ვარდისფერი

ვარდისფერი იდეალურად ეხამება მუქი ფერის სამოსს და ჯინსს.
6. ყოველდღიური ლუქი

ჩექმა, ჯინსი და ნაქსოვი სვიტერი მუდამ მოდურია, თუ სწორად შეუხამებთ ფერებს.
7. მათთვის, ვისაც ზამთარი უყვარს

ნუ დაივიწყებთ ქედაკაბას, ის თქვენს ქალურობას გაუსვამს ხაზს. მოქუფრულ ამინდშიც კი გაგიუმჯობესებთ განწყობას შოკოლადისა და ფორთოხლისფერის დუეტი.