სტილი

როგორი მანიკიური უნდა გაიკეთოთ ახალი წლის ღამეს (ვიდეო)

ყველა ქალს სურს, საახალწლოდ ლამაზად გამოიყურებოდეს. მოვლილი ფრჩხილები სწრაფად იპყრობს გარშემო მყოფების ყურადღებას და მას მამაკაცებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.
საახალწლოდ აქტუალური მანიკიურის ფერები:

ალბათ, იცით, რომ 2018 წელი ყვითელი მიწის ძაღლის წელია. მას შეესაბამება შემდეგი ფერები: ყვითელი, ჩალისფერი, ნარინჯისფერი, ყავისფერი, ტერაკოტისფერი, ოხრა, შოკოლადისფერი, აგურისფერი და ოქროსფერი. საახალწლოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ფერებიც: იასამნისფერი, თეთრი, მარჯნისფერი, წითელი, მწვანე, ვარდისფერი, ბორდოსფერი, ზურმუხტისფერი და ლურჯი.

ახალი წლის შესახვედრად გამოიყენეთ შემდეგი შეხამებები: წითლისა და მწვანის, წითლისა და თეთრის, წითლისა და
ოქროსფრის, თეთრისა და ლურჯის, შავისა და ოქროსფრის. მოირთეთ ფრჩხილები ბრჭყვიალებით. თუმცა, გახსოვდეთ, რომ მანიკიურის ფერი იდეალურად უნდა უხდებოდეს სამოსის ფერს.

ფრჩხილის სიგრძე და ფორმა

2018 წელს ფრჩხილის ნატურალური სიგრძეა მოდაში. ფორმა - ოვალური, მომრგვალებულგვერდებიანი.


საახალწლო ორნამენტები

ორნამენტების სახით მოკლე ფრჩხილებს მოუხდება: ძაღლუკას სახე, ფიფქები, ბუშტები, ზამთრის ორნამენტები, საშობაო ვარსკვლავი, სერპანტინი, ფეიერვერკები და საათი 12 ციფერბლატით.

გრძელ ფრჩხილებზე დაიხატეთ: თოვლის პაპა, თოვლის კაცი, ციფრი "2018"; საახალწლო სათამაშოები, სანტა-კლაუსის ირემი და საახალწლო ნაძვის ხის ტოტი.

ნახეთ საახალწლო მანიკიურის მარტივი ვიდეოგაკვეთილი.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93