რა უნდა იყოს იმაზე საშინელი, როცა აღმოაჩენთ, რომ ახალჩაცმულ კოლჰოტს "თვალი წაუვიდა".
1. შეიძინეთ ნაკერიანი კოლჰოტი
ის უფრო გამძლეა. თანაც, სასურველია, თუ კოლჰოტის ქვეშ კაპრონისვე წინდას ჩაიცვამთ, რაც შექნის ბარიერს, რომ ფრჩხილმა კოლჰოტი არ დააზიანოს. 2. დაიტენიანეთ კანი ფეხებზე
თხელი კაპრონის კოლჰოტი დატენიანებულ კანზე უკეთესად სრიალებს. 3. შეარჩიეთ ზომა
ნუ ეცდებით, პატარა ზომა იდეალურად მოირგოთ. ის ან ჩაცმის პროცესში, ან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე გაირღვევა. 4. გაიქლიბეთ ხელის თითებზე ფრჩხილები
გატეხილი ან გადამძვრალი ფრჩხილი კოლჰოტის მტერია. აგრეთვე, მისი მტრების სიაში ხვდებიან: ბეჭედი, სამაჯური და ა.შ. 5. კოლჰოტები საყინულეში შეინახეთ
არ მოგეჩვენათ. სპეციალისტები ამბობენ, რომ გაყინვა, კაპრონს უფრო მდგრადს ხდის. ჩაცმის წინ ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ და ისე ჩაიცვით. 6. სწორად ჩაიცვით კოლჰოტი
არ გაწელოთ, ასე უფრო დააზიანებთ მას. მოაგროვეთ, ჯერ თითებზე წამოიცვით, შემდეგ ქუსლზე და ნელ-ნელა ამოუყევით ფეხს. 7. სიფრთხილე ელვაშესაკრავთან
ელვაშესაკრავიანი ჩექმა და შუზი კოლჰოტის მტრები არიან. ელვის აწევისას თითი დადეთ, რომ ელვის კბილანები კოლჰოტს არ წამოეგოს. 8. ფრთხილად გარეცხეთ
უმჯობესია, ხელით გარეცხოთ ან მანქანაში რეცხვამდე სპეციალურ ტომსიკაში მოათავსოთ, რამეს რომ არ წამოედოს და გაიხეს. 9. წასული თვალის გაჩერება
თუ შეამჩნიეთ, რომ კოლჰოტს თვალი მაინც წაუვიდა, ფრჩხილის უფერული ლაქით "შეაჩერეთ".