სტილი

სამოსი, რომელიც გვაბერებს

სამოსი, რომელიც გვაბერებს
მოდის მიმდევრები ზოგჯერ შეცდომებს უშვებენ და გაახალგაზრდავების ნაცვლად ზედმეტ წლებს იმატებენ. გადახედეთ გარდერობს, რათა გაიგოთ, რომელი სამოსი გაკლებთ ასაკს დროზე ადრე.
სწორად შეარჩიეთ სამოსი


თუ არ გსურთ თანატოლების დედასავით გამოიყურებოდეთ, გათავისუფლდით უფორმო სამოსისგან. უმჯობესია, გამოკვეთოთ სხეულის ლამაზი ნაწილები და დამალოთ ნაკლოვანება, ვიდრე ორი-სამი ზომით დიდი სამოსი გეცვათ.
ზოგიერთი ქალი, ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად თინეიჯერულ სამოსს იცვამს, რაც მოდურად კი არა, სასაცილოდ გამოიყურება. უმჯობესია, ქალურობასა და დახვეწილობას გაუსვათ ხაზი. ფეხზე ჩაიცვით ქუსლიანი "ნავები", შეუხამეთ მომდგარი, მუხლზე ქვედაკაბა და
აბრეშუმის პერანგი ან მომდგარი სვიტერი.

ზედმეტად კონსერვატიული რომ არ აღმოჩნდეთ, მუდამ ერთი სტილის სამოსს ნუ შეიძენთ. გაამრავალფეროვნეთ ლუქი კაბით, შარვლით.


თუ ნადრევად დაბერება არ გსურთ, ნუ ჩაიცვამთ ჭაობისფერ მწვანესა და ზეთისხილისფერს. ის ავადმყოფურ იერს ანიჭებს სახეს. უფერული რომ არ გამოჩნდეთ ჩაიცვით ხალისიანი ფერის სამოსი. მოერიდეთ ტვიდის, ხავერდისა და ატლასის სამოსს. აგრეთვე ზედმეტ ბზინვარებასა და ლურექსს. ასეთი სამოსი მხოლოდ წვეულებაზეა დასაშვები და არა ყოველდღიურ ცხოვრებაში.


გარდერობი გაათავისუფლეთ კაბა-ბალახონისგან, ჯინსი-ტრუბისა და პრინტიანი მაისურებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში მულტიპლიკაციურ გმირს დაემსგავსებით.

აქსესუარები


მართალია, მარგალიტის მძივი კლასიკური და დახვეწილი აქსესუარია, მაგრამ თუ გსურთ, მოდურად და ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ ნაადრევად ნუ გაიკეთებთ. უპირატესობა დიზაინერულ, ელეგანტურ და სადა სამკაულებს მიანიჭეთ და არა იაფფასიან ბიჟუტერიას.

ბეწვის ქურქს ნუ ჩაიცვამთ, ის უფრო სოლიდურ ასაკში მოგიხდებათ. ან ბეწვისვე ქუდს ნუ დაიხურავთ, თუ არ გსურთ 5-10 წელი მოგემატოთ. უპირატესობა მიანიჭეთ ნაქსოვ ქუდებს, შარფებსა და სნუდებს.
ძველად, აუცილებელი იყო ქალს ფეხსაცმელი და ჩანთა შეეხამებინა ერთმანეთისთვის. ახლა უმჯობესია, კონტრასტულობას მიეჩვიოთ. იდეალურად შეუხამეთ ერთმანეთს სხვადასხვა მატერიისა და ფერის ფეხსაცმელი, კლატჩი, და ჩანთა ერთმანეთს.

დაბოლოს, მხოლოდ სამოსით ვერ მოიკლებთ ზედმეტ წლებს. მთავარი კარგი განწყობა და სიხალისეა.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93