ზამთრის ცივ სეზონში ყველა თბილად ჩაცმას ცდილობს და ელეგენტურობას ნაკლებ ყურადღებას აქცევს. ჩვენ შეგირჩიეთ მარტივი სამოსი, რომელიც იდეალურ ლუქს ქმნის.
სხვათა შორის, სიცივის გამო კაბაზე უარი არ უნდა თქვათ.
ნაქსოვი კაბა ან ელეგანტური ქვედაკაბა შეგიძლიათ მაღალყელიან ჩექმას და მოკლე (მუხლამდე) პალტოს შეუხამოთ.
მწვანე-ლურჯი კუბოკრული ქვედაკაბა იდეალურად გამოიყურება ზურმუხტისფერ ბლუზასთან ერთად. დაუმატეთ ამ ლუქს შესაბამისი ფერის სამკაული და სარკიდან იდეალურად გამოწყობილ საკუთარ თავს დაინახავთ.
ჯინსისა და სვიტერის შეხამებასთან შეცდომა არავის მოსდის.
გადახედეთ ფოტოებს და წარმოიდგინეთ, რომელი ლუქი მოგიხდებათ ყველაზე მეტად.