თუ წვეულებისთვის ემზადებით და კაბა უკვე შერჩეული გაქვთ, ჩვენ მიგანიშნებთ, როგორი სამკაული უნდა შეუხამოთ მას.
საერთო წესი:
იდეალური ვარიანტია, როცა სამკაული სამოსის გულმკერდის ფორმას იმეორებს.
გახსოვდეთ კიდევ ერთი წესი: რაც უფრო მსხვილი ფიგურა გაქვთ, მით უფრო მსხვილი უნდა შეარჩიოთ სამკაული.
თუ თქვენს კაბას (ზედას) გულმკერდზე სამკუთხედი ფორმის ჭრილი აქვს, მოგიხდებათ:
კოლიე, რომელიც შეავსებს ჭრილს;

თხელი ჯაჭვები პატარ-პატარა გულსაკიდებით;
გრძელი ჯაჭვი გულსაკიდით, რომელიც დეკოლტეზე დაბლა ეშვება;
ჩოკერი.
თუ თქვენს კაბას (ზედას) გულმკერდზე ნავის ფორმის ჭრილი აქვს, მოგიხდებათ:

გულსაკიდი გრძელ ჯაჭვზე;
საშუალო სიგრძის მძივი, ჯაჭვი და კოლიე.
თუ თქვენს კაბას (ზედას) გულმკერდზე ოთხკუთხედი ფორმის ჭრილი აქვს, მოგიხდებათ:

ის თავადაა აქცენტი სამოსზე. შეუხამეთ მსხვილი კოლიეს ნაცვლად საინტერესო ფორმის გულსაკიდი ან საინტერესო ფორმის საყურე, უჩვეულო, გეომეტრიული ფიგურის.
თუ თქვენს კაბას (ზედას) გულმკერდზე მრგვალი ფორმის ჭრილი აქვს, მოგიხდებათ:

ჩოკერი;
ყელზე მომდგარი სამკაული, დეკორატიული ელემენტით ცენტრში;
ჯაჭვები;
ნებისმიერი სიგრძის მძივები, კოლიე და ყელსაბამი.
თუ თქვენს კაბას (ზედას) გულმკერდზე მრგვალი და ღრმა ფორმის ჭრილი აქვს, მოგიხდებათ:

მომრგვალებული ფორმის სამკაული, რომელიც დაფარავს ღრმა დეკოლტეს. აგრეთვე, ჩოკერიც.
თუ თქვენს კაბას (ზედას) მოშიშვლებული მხრები აქვს, მოგიხდებათ:
მსხვილი სამკაული და კოლიე, რომელიც ვიზუალურად შეავსებს დეკოლტეს ზომას.
თუ თქვენს კაბას (ზედას) ასიმეტრიული ჭრილი აქვს, მოგიხდებათ:

ასიმეტრიული ჭრილი - თავადაც იქცევს ყურადღებას. სამკაული უმნიშვნელო უნდა იყოს, თხელი და ყელზე მიბჯენილი, მაგრამ საყურე უნდა იყოს საინტერესო და მკვეთრად გამოხატული.
თუ თქვენს კაბას (ზედას) პერანგის საყელო აქვს, მოგიხდებათ:

გახსნილ საყელოს მოუხდება ყველა ის სამკაული, რომელსაც სამკუთხედჭრილიან სამოსზე გაიკეთებდით. ხოლო თუ საყელო შეკრულია, გაიკეთეთ გულსაკიდი გრძელ ჯაჭვზე.
თუ თქვენს კაბას (ზედას) მაღალი ყელი აქვს, მოგიხდებათ:

საშუალო ან გრძელი გულსაკიდიანი ჯაჭვები;
საშუალო ან გრძელი მძივები;
სხვადასხვა ზომის კოლიე.