სტილი

"მთვრალი მივედი ბატონ ირაკლისთან და ვურჩიე, ვარცხნილობა შეიცვალეთ-მეთქი" - გიორგი ნაზღაიძე ქუჩისა და პოლიტიკოსების მოდაზე

"მთვრალი მივედი ბატონ ირაკლისთან და ვურჩიე, ვარცხნილობა შეიცვალეთ-მეთქი" - გიორგი ნაზღაიძე ქუჩისა და პოლიტიკოსების მოდაზე
10 წელი მოდელი იყო, 5 წელია, რაც ამ საქმეს თავი დაანება, თუმცა პოდიუმმა, სამოდელო ბიზნესმა, როგორც ამბობს, ბევრი რამ მოუტანა და კარგი მოგონებებიც დაუტოვა. გიორგი ნაზღაიძესთან თანამედროვე მოდის, მოდელების, დიზაინერების, პოდიუმის და ქუჩის მოდის შესახებ ვსაუბრობთ. ისიც მისთვის ჩვეულ სტილში გვიზიარებს საკუთარ მოსაზრებას.

"დღევანდელი გადასახედიდან, სამოდელო ბიზნესი მამაკაცისთვის პერსპექტიული არ არის. არადა, ადრე, როდესაც მართლა პრობლემა იყო პოდიუმისთვის მამაკაცის მოძებნა, რადგანაც თემის გარშემო დიდი განხილვა და დისკუსია იყო ხოლმე, მაშინ ვიყავით მე და ლაშა ჯაფარიძე
მოდელები, პირველებმა დავიწყეთ ამ სფეროში საქმიანობა და დიდ წარმატებას მივაღწიეთ. არადა, სულ ისმოდა, რომ ეს არაკაცური პროფესიაა და ქართული სინამდვილისთვის შეუფერებელი საქციელი. დღეს შეიძლება ამას უკვე ნაკლებად ამბობენ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ, როგორც გითხარით, მოთხოვნა აღარ არის. თუმცა, კატასტროფა ხდება - დღეს ყველა მოდელობას იბრალებს...
" - გვეუბნება გიორგი.

- მერე რა არის საჭირო იმისთვის, რომ პოდიუმზე მამაკაცი მოდელის ყოფნის აუცილებლობა გაჩნდეს?
- მამაკაცისთვის საქართველოში არ იქმნება კოლექციები და მოთხოვნა ამიტომ არის დაბალი, მაგრამ დაბალი მოთხოვნა იმას არ ნიშნავს, რომ ბევრი ცუდი მოდელი გაჩნდეს პოდიუმზე... ადრე ასე არ იყო და ეს სფერო არა მარტო ჩემთვის, სხვებისთვისაც საინტერესო იყო. აი, რის გამო არ მიდიან კარგი გარეგნობის ბიჭები ამ სფეროში.

- რა რეაქცია გქონდა იმ შეფასებაზე, რომ მოდელობა ქართველი კაცის საქმე არ არის?
- ისე, დიდად არც ახლა უკრავენ ამ საქმეს ტაშს, თუმცა მაშინ, ცხადია, მეტი წინააღმდეგობა იყო. ისე, პირადად არავინ მოსულა და არაფერი აუკრძალავს, არც შენიშვნა მოუცია, შეურაცხყოფა მოუყენებია. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ჩემ მიმართ ვიღაცას სადღაც თავისთვის ჰქონდა აგრესია. ერთადერთი, რაც მახსენდება, იყო ასეთი შემთხვევა: პირველი "მისტერ ვალენტინი" რომ ჩატარდა, იმ კლუბში მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები მოვიდნენ და ერთ-ერთმა თავში ხის ჯვარი ჩამარტყა: სატანის მოციქულოო. ოღონდ ეს დიდი ხნის წინ იყო...


- XXI საუკუნის ქართველი დიზაინერების მოდა რომ შევაფასოთ...
- დიდად არ ვარ ქართველი დიზაინერების მომხმარებელი და ამიტომ მათ ნამუშევრებში კარგად ვერ ვერკვევი. ამით იმას კი არ ვამბობ, უხარისხო კოლექციებს ქმნიან-მეთქი, მათი ნამუშევრები ჩემს უამრავ მეგობარს აცვია. თან, მსოფლიო ასპარეზზეც გავიდნენ. ბოლო კარგი ამბავი იყო, ავთანდილის კაბა ლედი გაგამ რომ მოირგო, მაგრამ მაინც მირჩევნია, მსოფლიოში დატესტილი ბრენდი ვიყიდო, რომელიც თუნდაც რეცხვაში არ ფუჭდება. ხშირად ვერა, მაგრამ ტომ ფორდის მომხმარებელი ვარ. მისი დიზაინი ახლოს არის ჩემთან, თუმცა ძალიან ძვირია და თან, ყოველდღიურად ვერ იხმარ...

- მსოფლიო მოდის თანამედროვე დიზაინერები მამაკაცის უცნაურ კოლექციებს ქმნიან - მამაკაცები ქალის სამოსით ან ფეხსაცმლით - წვრილ ქუსლზე, მოდელები სხვადასხვა ქალური ელემენტით გამოდიან პოდიუმზე...
- მოდა აირია. ჰო, ამ მიმართულებით მამაკაცზე უფრო კეთდება აქცენტი, წვრილ ქუსლებზე შედგნენ, ჩაიცვეს კაბები და ა.შ. ჩემი შეფასებით, ამას კარგი დიზაინერი არ აკეთებს, აკეთებს ის, ვინც ცდილობს, რაღაც ხმაურით, ეპატაჟით შემოვიდეს, დაიმკვიდროს სახელი, თავი მოიწონოს. იმავე ტომ ფორდს არ სჭირდება ასეთი რაღაცები, რადგანაც იცის, მომხმარებელი რას ითხოვს და იმას ქმნის. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93