მოდურ პუტკუნა გოგონას მხოლოდ 8 ნივთი უნდა ჰქონდეს გარდერობში, მოდურად და ელეგანტურად რომ გამოიყურებოდეს. - არ გჯერათ? შეამოწმეთ...
თეთრი ბლუზა - კლასიკური საყელოთი. იგი სასურველია, წელში გამოყვანილი იყოს. მას მომდგარ შარვალთან და ქვედაკაბასთან ჩაიცვამთ.
ჯინსი - ნებისმიერ წონაზე მოინახება ისეთი თარგის ჯინსის შარვალი, რომელიც გამოკვეთს თქვენს ლამაზ ფეხებს. შარვალი უმჯობესია, კოჭთან მომდგარი იყოს, რომ ფეხი უფრო წვრილი წარმოაჩინოს.
პატარა შავი კაბა - იდეალურია, თუ მომდგარი იქნება და მკერდზე ლამაზი ჭრილი ექნება. ციცქნა მკლავითა და სიგრძით - მუხლს ოდნავ ქვემოთ.
მაისური - დააკვირდით დეტალებს. უმჯობესია, სადა შეიძინოთ - შავი ან თეთრი. ისინი ყველაფერთან შეგიძლიათ ჩაიცვათ.
თბილი პალტო ან ქურქი - მოერიდეთ პალტოზე ბეწვიან საყელოს, ის კიდევ უფრო გაგასუქებთ. არც შავი ფერია ოპტიმალური. უმჯობესია, ელეგანტური, სხეულზე მორგებული, ოდნავ თავისუფალი და რაც მთავარია, ღია ფერის პალტო შეიძინოთ/შეიკეროთ, რომ სახე ლამაზად წარმოაჩინოს.
კარდიგანი ან სვიტერი - სასურველია, გულზე სამკუთხედის ჭრილით. ის კისერს გრძელს წარმოაჩენს და მკერდსაც მიმზიდველად გამოკვეთს.
ლამაზი ფეხსაცმელი - აუცილებლად ხარისხიანი ფეხსაცმელი უნდა გეცვათ, რომ გაგიძლოთ. თუმცა, მოდის გამო ზამთარში, მოყინულ ქუჩაზე თხელქუსლიან ფეხსაცმელს ნუ ჩაიცვამთ. მხოლოდ - ოფისსა და წვეულებაზე.
ჟაკეტი - ზოგან მომდგარი უნდა იყოს, ზოგან - ღია. მისი მისიაა, დაფაროს ნაკლი და წარმოაჩინოს ღირსება.