სტილი

ტოპ 5 ქართველი მამაკაცი, რომლებიც გამორჩეულად და გემოვნებით იცვამენ

ტოპ 5 ქართველი მამაკაცი, რომლებიც გამორჩეულად და გემოვნებით იცვამენ
ძველად მოდა ქალთა სამყაროსთან ასოცირდებოდა, თუმცა ჩვენს საუკუნეში მოდის ტენდენციებს მხოლოდ ქალები აღარ მისდევენ, არც კაცები ჩამორჩებიან მათ ტრენდული ლუქების შედგენაში. გთავაზობთ 5  ქართველ მამაკაცს, რომლებიც გამორჩეულად, გემოვნებიანად და დახვეწილად იცვამენ.

ივანე ქეშიკაშვილზე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოდის სამყაროს შესანიშნავად ფლობს. მას შემდეგ, რაც ივამ მოდელობას თავი დაანება, ახლა ის მოდის ბლოგერი და "irma de floor"-ის მენეჯერია.








ტელე-წამყვანის, აჩიკო სოლოღაშვილის გარდერობი არანაკლებ საინტერესო და გლამურულია. მსახიობი როგორღაც ყოველთვის ახერხებს გამოიყურებოდეს ტრენდულად და დახვეწილად.





მდედრობითი სქესის
წარმომადგენელთა გულთამპყრობელი, გიორგი ნაზღაიძე ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს საკუთარ ვიზუალს, მან ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ქალების ყურადღების მისაპყრობად ყოველთვის იყენებს თავის ფიზიკურ მონაცემებს. გიორგის შესანიშნავად გამოსდის, იყოს დახვეწილი და არასდროს ჩამორჩება მოდას.





ყოველთვის გამოირჩეოდა დახვეწილი იმიჯით მომღერალი, რატი დურგლიშვილი. გამოკითხვებში მას ხშირად ასახელებენ, როგორც ყველაზე მოდურ, ყველაზე გემოვნებიან, სასურველ მამაკაცად. რატის ინსტაგრამის პოსტებს თუ გადახედავთ, მიხვდებით, რომ მომღერალს სისადავე უყვარს. მისი ჩაცმულობა სისადავისა და მოდურობის იდეალური შერწყმაა.





მარკუს მეტრეველი
ყოველთვის ძვირადღირებული, ბრენდული ტანსაცმლით იმოსება. ის გარდერობს ძალიან ხშირად ანახლებს, მარკუსი მოდურ ტრენდებს ყოველთვის თვალს ადევნებს და ზრუნავს საკუთარ ვიზუალსა და ჩაცმულობაზე.





ბეჭდვა
e87a93