სტილი

10 ჩვევა ჩაცმისას, რომელზეც უარი უნდა ვთქვათ 25 წლის შემდეგ

10 ჩვევა ჩაცმისას, რომელზეც უარი უნდა ვთქვათ 25 წლის შემდეგ
არამარტო მოდა იცვლება, ჩვენც ვიცვლებით და ასაკის შესაფერისად უნდა შევიმოსოთ. გადახედეთ სიას, იქნებ დროა, გათავისუფლდეთ ასაკისთვის შეუფერებელი სამოსისაგან?..
კლატჩი ყოველდღიურ ცხოვრებაში


ყოველდღიურ ცხოვრებაში მინიატურული ხელჩანთა უნდა ატაროთ, კლატჩი კი - მხოლოდ წვეულებაზე. 
საკიდიანი სამაჯურები


ლამაზია, მაგრამ ბავშვურად გამოიყურება. უმჯობესია, ელეგანტური სამაჯურების გაკეთებაზე გადახვიდეთ.
სასაცილო კოლჰოტები


ფერადი, ნახატიანი კოლჰოტები მხოლოდ სკოლის მოსწავლეებს უნდა ეცვათ. თუ ამ ასაკს გადასცდით, ელეგანტური, მუქი ფერის კოლჰოტები ჩაიცვით.
დიდი ზომის მოსაცმელები


გამხდარ, პატარა გოგონას კიდევ უფრო მინიატურულად გამოგაჩენთ, ახალგაზრდა ქალს -
მოუვლელად.
უფორმო ტრიკოტაჟი


რაც უფრო მოწლაწული იქნება, მით მოუვლელის შთაბეჭდილებას დატოვებს. უმჯობესია, ტანზე მომდგარი, მკვრივი ქსოვილის კარდიგანები ჩაიცვათ ხოლმე. 
თინეიჯერული კაბები


თუ კაბა 10 წლის წინ გიხდებოდათ, დღეს მასში თავს კომფორტულად ვეღარ იგრძნობთ. ის ფორმას დაკარგავდა, თქვენ გაიზრდებოდით.
მაისური სპორტული და მუსიკალური წარწერებით


თუ რომელიმე ჯგუფის ან გუნდის თაყვანისმცემელი ხართ, სამოსი მათ კონცერტზე, მატჩზე ჩაიცვით. ყოველდღიურ ცხოვრებაში უგემოვნოდ გამოიყურება. 
პომპონიანი ქუდი


მომხიბვლელობიდან კომიკურობამდე ერთი ნაბიჯია. 
უფორმო შარვალი


ასეთი შარვალი თითქმის არავის უხდება. გოგონებმა კი უმჯობესია ფეხის სილამაზე გამოკვეთონ.
ზღვის ფლოსტები


ისინი მხოლოდ პლაჟზე უნდა გეცვათ. დიდხანს ჩაცმამ შეიძლება ფეხზე კანი გაგიღიზიანოთ. უმჯობესია, ლამაზი ქოშები ჩაიცვათ.

ბეჭდვა
e87a93