კოკო შანელი ამბობდა, თუ ქალის სილამაზემ გაგაოგნათ, მაგრამ ვერ იხსენებთ, რა ეცვა მას, ესე იგი, იდეალურად იყო ჩაცმულიო.
იდეალური ჩაცმა კი მხოლოდ მოდურ სამოსს არ ნიშნავს. ჩაცმა ხელოვნებაა, რომელსაც თავისი წესები აქვს და თუ გსურთ, ელიტურად გამოიყურებოდეთ, ისინი აუცილებლად უნდა დაიცვათ:
1. პიჯაკის შუა ღილი ყველა შემთხვევაში შეკრული უნდა იყოს, ზედა - სურვილისამებრ. ქვედა ღილი კი უმჯობესია, მუდმივად გახსნილი იყოს.
2. პერანგის ზედა ღილების შეკვრა რეკომენდებული სულაც არაა.
3. საყურე, ბეჭედი, ყელსაბამი და სამაჯური ერთად ზედმეტად ვულგარულია. უმჯობესია, თუ მათგან რომელიმე ორს ატარებთ.
4. სწორად უნდა შეარჩიოთ ჰალსტუხის ზომა.
5. მოკლე კაბას ამოღებული ზედატანი არ უხდება. უმჯობესია, ამ ორს შორის არჩევანი გააკეთოთ.
6. თუ თქვენ ატარებთ პერანგს პიჯაკის გარეშე, ჰალსტუხი საჭირო არაა.
7. სამსახურში ზედმეტად ამოღებული მაისურის ჩაცმა მიზანშეწონილი არაა.
8. თუ პერანგი შარვალში უნდა ჩაიტანოთ, ქამრის გაკეთება ნუ დაგავიწყდებათ.
9. ჯინსის შარვალთან სიშიშვლე სულაც არაა გლამურული.
10. უმჯობესია, თუ ქამარი და ფეხსაცმელი ერთი ფერის იქნება.
11. მოაშორეთ სამოსს თვალშისაცემი მარკები.
12. ნუ ივლით აჭრელებულები, ზუსტად შეუხამეთ ფერები.
13. წინდები უნდა იყოს იმდენად გრძელი, რომ დაჯდომის დროს შიშველი ფეხი არ გამოგიჩნდეთ.
14. ყურადღებით შეარჩიეთ საოფისე სამოსი. შიშველი მხრები მიზანშეწონილი არაა.
მარიამ ელიაშვილი
წყარო