სტილი

როგორ გავიკეთოთ აბრეშუმის შარფი ფრანგი ქალების მაგალითზე (ფოტო/ვიდეო)

ფოტო
აბრეშუმის თავშალმა უმნიშვნელო სამოსიც კი შეიძლება სადღესასწაულოდ გადააქციოს. მთავარია, იცოდეთ, როგორ დაიბნიოთ ის სწორად.

ფრანგული ნასკვი

გამოგადგებათ პატარა ან საშუალო ზომის აბრეშუმის თავშალი. დიაგონალზე გადაკეცეთ, ლენტივით მოიხვიეთ კისერზე და გვერდზე შეინასკვეთ.
თუ ქსოვილი სქელია, თავისუფლად შეიკარით, თხელი მომდგარი უნდა იყოს ყელზე.

დაბალი ნასკვი

70-80 სმ-ის აბრეშუმის თავშალი გამოგადგებათ. დიაგონალზე გადაკეცეთ, ყელზე მოიხვიეთ და შუაში შეიკარით. მოუხდება როლინგსაც და მკაცრ სვიტერსაც. აგრეთვე, ოფისის ბლუზას, პერანგს. თუ დრეს-კოდი ნებას გრთავთ, ნასკვის ზემოთ შეგიძლიათ მძივი ან კულონი გაიკეთოთ.

სამკუთხედი

ყველაზე გავრცელებული
და მუდამ ახალგაზრდული ვარიანტია. შეგიძლიათ დეკოლტეს ზონა დაიფაროთ. აბრეშუმის თავშალი სამკუთხედით წინ შემოიხვიეთ და მისი გვერდებიც ყელთან შეიკარით. ისინი შეგიძლიათ სამკუთხედის ქვეშ დამალოთ. ასე მოხვეული აბრეშუმის თავშალი ნებისმიერ სტილს უხდება. განსაკუთრებით, ჯინსს, ბოტილიონებს. სამსახურში პიჯაკის ქვეშ შეგიძლიათ დაიბნიოთ და მაისური ან როლინგი დამალოთ.

საქმიანი სტილი

დიაგონალზე გადაკეცილი შარფი ყელზე ლენტივით მოიხვიეთ და შუაში შენასკვეთ. გაასწორეთ, რომ ელეგანტური ჰალსტუხი მიიღოთ. წვერები ჟაკეტის ან პერანგის ქვეშ დამალეთ.

სამკაულით

შარფის გალამაზება დამატებითი აქსესუარით შეგიძლიათ. ის კიდევ უფრო დახვეწს თქვენს სტილს. აქსესუარად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბროში, ქინძისთავი. ასეთი აბრეშუმის თავშალი უხდება საქმიან სტილსაც და ყოველდღიურ სამოსსაც.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93