სეზონური ცვლილება, პირველ რიგში, ფერებით გამოიხატება. სხვადასხვა თარგი ფერს სხვადასხვანაირად წარმოაჩენს და პირიქით. დღეს გაზაფხულზე მოდური ფერების შესახებ მოგიყვებით.
ვარდისფერი ლავანდა
იასამნისფერ-ვარდისფერი რომანტიკული ფერია. ის უხდება ქსოვილის რბილ და მკაცრ ფაქტურას.{{ArticleSplitCont}}
ულტრაიისფერი
ელეგანტური ქალების საყვარელი ფერია. ის Gucci-ს, Carolina Herrera-ს, Area-სა და Peter Pilotto-ს მოდების საგაზაფხულო კოლექციების ძირითადი ფერია.{{ArticleSplitCont}}
საგაზაფხულო კროკუსი
კეთილშობილი ფერი ძირითადად კლასიკურ სილუეტებს უხდება.{{ArticleSplitCont}}
ქოქოსის რძე
თეთრი მუდამაა მოდური, მაგრამ ამ სეზონზე განსაკუთრებით, თუ გსურთ, აქცენტი ცივ კლასიკაზე გადაიტანოთ.{{ArticleSplitCont}}
ვარდისფერის 50 ელფერი
შეგიძლიათ სამოსში თამამად გამოიყენოთ ვარდისფერ-კვამლისფერით დაწყებული მუქი ვარდისფერით დამთავრებული.{{ArticleSplitCont}}
ჩერი
ემოციური და თვალსაჩინოა. იდეალურად ეხამება მონოქრომსა და უჩვეულო სილუეტის სამოსს.{{ArticleSplitCont}}
ჩილის ზეთი
დახვეწილი, პიკანტული ფერია. კანს თბილსა და რბილ ეფექტს ანიჭებს.{{ArticleSplitCont}}
ბიჭური ცისფერი
ნაზი და სუფთა ფერია. მას რატომღაც ჩვილ ბიჭებს აცმევენ. თუმცა, ელეგანტურ ქალბატონებსაც უხდებათ, განსაკუთრებით, ზაფხულში.{{ArticleSplitCont}}
არკადია
თანამედროვე მწვანის ვარიაციაა. უხდება როგორც კლასიკურ, ისე სპორტულ სამოსს. იდეალურად ეხამება თეთრს.{{ArticleSplitCont}}
ხაკი
ზეთისხილისფერი მწვანე მშვიდი ფერი იდეალურად წარმოაჩენს ქეჟუალისა და მილიტარის სტილს.{{ArticleSplitCont}}
ემპერადორი
შემოდგომის გამის ფერია, თუმცა, იდეალურად ეხამება ტრიკოტაჟის, ხავერდის ან ველვეტის საგაზაფხულო ქსოვილს.{{ArticleSplitCont}}
ლიმონისფერ-ყვითელი
მზის ფერია. გაზაფხულს მეტად სიცოცხლით სავსედ აქცევს. იდელურად ეხამება ვერცხლისფერსა და ნაცრისფერს.
რუსუდან გელაშვილი
რა ჩავიცვათ გაზაფხულზე? 7 მთავარი ტრენდი