სელენა გომესი ახალი „ლუქით“ წარდგა ჩვენ წინაშე. მოკლე, ღია ფერის ტოპს ოდნავ შეხსნილი წითელი, მოგრძო ქვედაკაბა შეუხამა და ფანები სასიამოვნოდ გააკვირვა.
ტოპზე მისი საყვარელი მუსიკალური ჯგუფის ლოგოა გამოსახული. აქვე, უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ „ლუქის“ მთავარი ნაწილი კრისტიან დიორის შავი, კლასიკური, ელეგანტური ფეხსაცმელია.
როგორც წესი, შავი კაბა ყველა გოგონას კარადაშია. თუ თქვენ ხშირად გიწევთ შავ სამოსთან ურთიერთობა, მაშინ უნდა ეცადოთ, რომ მაგალითი ცნობილი ადამიანებისგან აიღოთ. ისინი ცდილობენ, შავ ფერს განსხვავებული იერი შესძინონ.
მნიშვნელოვანია მაკიაჟის და ვარცხნილობის სწორად შერჩევა. შავი ფერის სამოსს ძალიან უხდება თეთრი პერანგი და შავი ფეხსაცმელი, რომელზეც ღია ფერის დეტალებია დატანილი. მნიშვნელოვანია ფერადი აქსესუარებიც.
მაგალითისთვის შეგვიძლია ავიღოთ კიმ კარდაშიანი. კიმი შავი ფერის სამოსს ხშირად უხამებს ფერად თმას, რაც საგრძნობლად ახალისებს მის იმიჯს.
გთავაზობთ ფოტოებს, სადაც ცნობილი ქალბატონები შავი ფერის „ლუქებს“ საინტერესოდ წარმოგვიდგენენ.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
ნათია ხუნაშვილი