საქმიანი სტილი, ძირითადად, მონოტონურია, თუმცა დიზაინერებმა იციან, როგორ უნდა გამოიყურებოდეთ საქმიან გარემოშიც კი ელეგანტურად.
ზოლიანი პერანგი
თავისუფალი და მსუბუქია. იდეალურად ეხამება სწორ ქვედაბოლოს, სწორ და ბოლოში ფართო შარვალს.
შარვალ-კოსტიუმი
კლასიკურ, მუქი ფერის დუეტს მიანიჭეთ უპირატესობა, თუმცა წვრილი წერტილები და ზოლები აკრძალული არაა. თუ დრეს-კოდი ნებას გრთავთ, უპირატესობა პასტელის ფერებს მიანიჭეთ.
პიჯაკი
მუდამ მოდურად გამოიყურება ოფისში. ის შეიძლება ღია ფერისაც იყოს და მუქიც. გააჩნია, რასთან ჩაიცვამთ. უხდება ბოტფორდებს, ბოტილიონებსა და "ნავებს".
თეთრი პერანგი
კლასიკად ქცეული თეთრი პერანგი და შავი ქვედაკაბა მუდამ მოდაშია. შეგიძლიათ ქვედაკაბა ჩაანაცვლოთ შარვლით (მომდგარი, ფართო). ქვედაკაბა იყოს მაქსი, ფართო.
კუბოკრული ქვედაკაბა
არანაკლებ მოდურია ოფისში. მას შეგიძლიათ თეთრი პერანგი ან მაისური შეუხამოთ. ეცადეთ, ზედა პრინტის გარეშე იყოს. ასე უფრო დახვეწილად წარმოაჩენთ საკუთარ სტილს.